ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი

ექიმთა საყურადღებოდ! ექიმთა ხელშემწყობი ევროპული აპრობირებული პროგრამის ფარგლებში ტარდება ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში მოხდება ექიმთა თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, გაიცემა ექიმ-რეოლოგის ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის ცენტრის საერთაშორისო სერთიფიკატი. სერთიფიკატი უზრუნველყოფს ექიმ-რეოლოგად მუშაობის უფლებას.

ტრენინგი განკუთვნილია თერაპევტების, კარდიოლოგების, ანგიოლოგების, ტრანსფუზიოლოგების, ჰემატოლოგების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, მეან-გინეკოლოგების, ენდოკრინოლოგების, ნევროლოგების, პედიატრების, ქირურგების, ორთოპედების და სხვ. სპეციალიზაციის ექიმებისთვის, აგრეთვე რეზიდენტებისათვის, დოქტორანტებისთვის, უმცროსი ექიმებისათვის.

ტრენინგის თემებია:

– კლინიკური ჰემორეოლოგია;

– ლაბორატორიული ჰემორეოლოგია;

– ექსპერიმენტული რეოლოგია.

კურსის ხანგრძლივობა – 44 საათი
კურსის საფასური – 500 ლარი

სერთიფიკატის ტიპი: საერთაშორისო

სერთიფიკატით დადასტურებული პოზიცია: ექიმი-რეოლოგი

პირველი ნაკადი – 2017 წლის 15 ივნისი

მეორე ნაკადი – 2017 წლის 26 ივნისი

მესამე ნაკადი – 2017 წლის 12 აგვისტო

მეოთხე ნაკადი – 2017 წლის 20 ნოემბერი

ტრენინგები ტარდება ექიმთა ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამის ფარგლებში მისამართზე:

ქ. თბილისში, მისამართი: გოთუას ქ., 14, დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების დეპარტამენტი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ პროფესიული CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები მისამართზე biomedicine.med@gmail.com 2017 წლის 10 ივნისამდე.