Tag Archives: სტრესი

სტრესი – მიზეზი და შედეგი ჰემორეოლოგიური დარღვევებისა

15

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერტის აკადემია. გამოცემულია ISBN 978-3-659-66518-9), 
2014 www.lap-publishing.com  – 77 გვ.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის სხვადასხვა  რეოლოგიური ასპექტი. სისხლდენების დროს განვითარებული ჰემორაგიული შოკი არის მძლავრი სტრესი ორგანიზმისათვის. სტრესული რეაქციების გავრცელება ხასიათდება მაკრო და მიკრო სისხლის მიმოქცევაში მრავალი თავისებურებანით. სისხლის მიმოქცევის კრიზისი გამოიხატება სტრესული სიტუაციების დროს ჰემორეოლოგიური ფუნქციების დარღვევაში, და ვითარდება შოკური სიტუაციის შედეგად. ჩვენ პირველად გავაერთიანეთ ეს ორი პრობლემა. არსებობს ადაპტაციური ენერგიის განხარჯვის მაქსიმალური სიჩქარე, და ამ მაქსიმუმზე ორგანიზმი ვეღარ ერება დამათებით სტიმულს. ამ დროს ყალიბდება ადაპტაციური  სნეულებანი და სტრესის ფონზე დაავადება. წიგნში განხილულია რეინოს დაავადება ადაპტაციური სნეულების და სტრესის მესამე რანგის დაავადების ჭრილში: სიცივი და ემოციური სტრესის ორმაგი გავლენა – ფიზიკური და ფსიქიური ზეგავლენა .

აპნეას არ არის დამოუკიდებელი დაავადება. სტრესი, რომელიც  წარმოადგენს დაავადების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზესს, აძლიერებს ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობას. ჩვენ პირველად შევიმუშავეთ აპნეას დიაგნოსტიკის მარკერი-ტრომბოციტური შემადგენლობა.

წიგნში წამოდგენილ მონაცემებს გააჩნიათ პრაქტიკული ღირებულება.

 

[su_animate type=”flipInY”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში.  დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის"  განყოფილებაში. [/su_animate]

 

ჰემორაგიული შოკი და სტრესი – ჰემორეოლოგიის დარღვევის მიზეზი და შედეგი ერითროციტული აგრეგადობის მაგალითზე

75მანწკავა მ.,  ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი. 0160.

მომცელიძე ნ., ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი. 0160.

დავლიანიძე ლ., ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი. 0160.

მითაგვარია ნ., ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, სისხლმოძრაობისა და მეტაბოლიზმის დეპარტამენტი. თბილისი. 0160.

 

სისხლდენების დროს განვითარებული ჰემორაგიული შოკი არის მძლავრი სტრესი ორგანიზმისათვის. სტრესული რეაქციების გავრცელება ხასიათდება მაკრო და მიკრო სისხლის მომიქცევაში მრავალი თავისებურებანით. სისხლის მიმოქცევის კრიზისი გამოიხატება სტრესული სიტუაციების დროს ჰემორეოლოგიური ფუნქციების დარღვევაში, და ვიტარდება შოკური სიტუაციის შედეგად. ჩვენ პირველად გავაერთიანედ ეს ორი პრობლემა. ნაშრომში განხილულია თუ როგორ იცვლება ჰემორაგიული შოკის პირობებში  სტრესის რანგები და განსაზღვრულია სისხლის ჰემორაგიული პარამეტრები ჰემორაგიული შოკის სხვადასხვა სტადიებში სტრესის განსხვავებული  რანგების დროს. ექსპერიმენტულ სტრესს ვიწვევდით ჰიპერთერმიის მეშვეობით.აგრეგადობა იზრდებოდა შოკის სტადიების გაზრდასთან ერთად.

 

[su_animate type=”fadeInDown”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]