Tag Archives: რეოლოგიური

ჰემორეოლოგიური, მიკროვაკულარული და ჰემოდინამიკური დარღვევები იშემიური დაავადების დროს

57რდულაშვილი თ., მომცელიძე ნ.,
მანწკავა მ., ნარსია ნ.,
მჭედლიშვილი გ.


 

ჰემორეოლოგიური დარღვევების მნიშვნელობა მწვავე სისხლძარღვოვანი სინდრომების წარმოქმნაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ მათი როლი ქრონიკული იშემიური დაავადების წარმოქმნაში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ჩვენ ნაშრომში განვიხილეთ რეოლოგიური სისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური ფაქტორს როლი კორონარული გულის დაავადების წარმოქმნაში.

აღმოჩნდა, რომ რეოლოგიური დარღვევები ვლინდება დაავადების ადრეულ ეტაპზე ვიდრე იქნება შენიშნული მათი ფუნქციური გამოვლინება. ყველაზე გამოხატულია ჰემორეოლოგიური დარღვევები არასტაბილური სტენოკარდიის და გულის უკმარისობის დროს. ჩვენ დავასკვენით, რომ სისხლის რეოლოგიური დარღვევები წარმოადგენს  მნიშვნელოვან ფაქტორს კორონარული დაავადების პათოგენეზში.

 

ფარისებრახლო ჯირკვლის დისფუნქცია და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები მოზარდებში

56 ს. ბერიაშვილი, მ. მანწკავა, 
ნ. მომცელიძე, ს.ზენაიშვილი,
მ. ნიკოლაიშვილი, თ. ტუპინაშვილი,
ი. ვაშაკიძე


 

ბერიტაშვილის ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ცენტრი,
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

 

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გავრცელება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებიდან გამომდინარე მაღალია და 5% შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას ხელს უწყობს: მოზარდებში ჰორმონალური ძვრები, თანამედროვე ეპიდემიოლოგიის მონაცემებით 10-დან 15 წლის ასაკის მოზარდებში საქართველოში  და არა მხოლოდ, ძალიან გავრცელებულია პარადონტიტის დამახასიათებელი ცვლილებები (1,2).

სისხლის რეოლოგიური სტატუსი ობსტრუქციული აპნოეს დროს

60მ. მანწკავა, გ. აზიკური,
ნ. მომცელიძე, ნ. მითაგვარია.

 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

აპნოე არ არის დამოუკიდებელი ნოზოლოგია. იგი აზიანებს ორგანიზმის მრავალ სისტემას. ჩვენი კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ ობსტრუქციული აპნოეთი დაავადებული პაციენტები (n=44) (საშუალო ასაკი 45.4±5) და საკონტროლო ჯგუფი: ჯანმრთელი სუბიექტები (n=20), საშუალო ასაკით 36.3±5. ყველა პაციენტს ჩაუტარდა სრული რეოლოგიური გამოკვლევა (ერითროციტების აგრეგადობა, ერითროციტების დეფორმადობა, პლაზმის სიბლანტე და ჰემატოკრიტი), რომელიც პაციენტებში სრულფასოვნად ადგენს რეოლოგიურ სტატუსს. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი არის 42.7±7.2, ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი – 2.23±0.06, სისხლის პლაზმის სიბლანტის მნიშვნელობაა – 1.27±0.03 და ჰემატოკრიტი ტოლია 39±5.

სისხლდენის დროს სისხლის რეოლოგიური თვისებები (ექსპერიმენტული გამოკვლევა)

69მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
ლ. დავლიანიძე.


 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, გოთუას ქ.14.

სისხლდენები არის რთული პათოლოგიური პროცესში ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით. სისხლდენების დროს მნიშვნელოვნად ირღვევა სისხლის რეოლოგია და იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებისას და განვითარებისას. კვლევის მიზანი იყო რეოლოგიურ თვისებების სრულყოფილი გამოკვლევა სხვადასხვა სტადიების ექსპერიმენტული სისხლდენების დროს. ქონების და დეფორმირებადი სისხლის წითელი უჯრედების, პლაზმის სიბლანტის, ჰემატოკრიტი.

აღმოჩნდა, რომ ერითროციტების აგრეგადობა იზრდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად :10, 25, 44%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), ერითროციტების დეფორმადობა მცირდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად: 12, 13 და 15%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), სიბლანტის ცვლილებები არ იყო სარწმუნო არც ქვეჯგუფებში და არც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ჰემატოკრიტის მატებაც არ იყო სარწმუნო. მონაცემებზე დაყრდნობით პრაქტიკული რეკომენდაცია შედგემა იმაში, რომ სისხლდენების დროს მიზანშეწონილია რეოლოგიური თვისებების კომპლექსური გამოკვლევა, თუმცა ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატულია ერითროციტის აგრეგადობის გამოკვლევა.

 

პრეეკლამპსიის დროს რეოლოგიური დარღვევები

17მანწკავა მ., მომცელიძე ნ.


 

ბერლინი, გერმანია, 18 – 21 მარტი, 2016 წ. (ადამიანის რეპროდუქციის  მე-16 მსოფლიო კონგრესი).

 

 

 

 

 

სტრესი – მიზეზი და შედეგი ჰემორეოლოგიური დარღვევებისა

15

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერტის აკადემია. გამოცემულია ISBN 978-3-659-66518-9), 
2014 www.lap-publishing.com  – 77 გვ.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის სხვადასხვა  რეოლოგიური ასპექტი. სისხლდენების დროს განვითარებული ჰემორაგიული შოკი არის მძლავრი სტრესი ორგანიზმისათვის. სტრესული რეაქციების გავრცელება ხასიათდება მაკრო და მიკრო სისხლის მიმოქცევაში მრავალი თავისებურებანით. სისხლის მიმოქცევის კრიზისი გამოიხატება სტრესული სიტუაციების დროს ჰემორეოლოგიური ფუნქციების დარღვევაში, და ვითარდება შოკური სიტუაციის შედეგად. ჩვენ პირველად გავაერთიანეთ ეს ორი პრობლემა. არსებობს ადაპტაციური ენერგიის განხარჯვის მაქსიმალური სიჩქარე, და ამ მაქსიმუმზე ორგანიზმი ვეღარ ერება დამათებით სტიმულს. ამ დროს ყალიბდება ადაპტაციური  სნეულებანი და სტრესის ფონზე დაავადება. წიგნში განხილულია რეინოს დაავადება ადაპტაციური სნეულების და სტრესის მესამე რანგის დაავადების ჭრილში: სიცივი და ემოციური სტრესის ორმაგი გავლენა – ფიზიკური და ფსიქიური ზეგავლენა .

აპნეას არ არის დამოუკიდებელი დაავადება. სტრესი, რომელიც  წარმოადგენს დაავადების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზესს, აძლიერებს ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობას. ჩვენ პირველად შევიმუშავეთ აპნეას დიაგნოსტიკის მარკერი-ტრომბოციტური შემადგენლობა.

წიგნში წამოდგენილ მონაცემებს გააჩნიათ პრაქტიკული ღირებულება.

 

 

მიკროცირკულაცია, სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ასაკობრივი ცვლილებები

14მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა მართვის სამედიცინო ცენტრის უწყებანი, №5, 2015 გერონტოლოგების I ევრაზიული ყრილობის მასალები გვ.173-178.    
УДК 612.013.1
УДК 612.135

ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა რეოლოგიური სტატუსის შესწავლა. რეოლოგიური სტატუსი აერთიანებს სისხლის რეოლოგიურ თავისებურებანს და პასუხისმგებელია ადექვატურ მიკროცირკულაციაზე. რეოლოგიური ცვლილებები წარმოადგენენ რისკ ფაქტორს ისეთი დაავადებების დროს, რომელთა გავრცელების სიხშირე კორელირებს ადამიანის ასაკთან. ორი რისკ ფაქტორის არსებობის შედეგად დაავადების წარმოქმნა არაკონტროლირებადად იზრდება. ამიტომ გერონტოლოგიურ კვლევებში აუცილებლობას წარმოადგენს რეოლოგიური სტატუსის მონიტორინგი.

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს

9მანწკავა მ., მომცელიძე ნ.


ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრი. თბილისი.

 

 


 

 

პრეეკლამპსიის დროს რეოლოგიური დარღვევები

5მანწკავა მ., მომცელიძე ნ.


ბერლინი, გერმანია, 18-21 მარტი, 2016 (ადამიანის რეპროდუქციის მე-16 მსოფლიო კონგრესი).

 

 

 

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ყურძნის წიპწის ზეთის ეფექტი პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებში

58მ. გაგუა, მ. მანწკავა,
ნ. მომცელიძე, ნ. თამასიძე,
მ. ნიკოლაიშვილი, ტ. ტუპინაშვილი,
ს. ზენაიშვილი.

 

ბერიტაშვილის ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ცენტრი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი


ბოლო 20 წლის განმავლობაში დამტკიცებული იქნა, რომ ენდოთელიუმი სრულიადაც არ არის პასიური ბარიერი ორგანოებსა და ქსოვილებს შორის, არამედ აქტიური ორგანოა, რომლის დისფუნქცია პრაქტიკულად ყველა გულსისხლძარღვთა დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული უკმარისობის აუცილებელ კომპონენტს წამოადგენს, აგრეთვე მონაწილეობს ანთებით რეაქციებში, აუტოიმუნურ პროცესებში, დიაბეტის, თრომბოზის, სეფსის დროს და სხვ (7,10,11).

↓