მიკროცირკულაციის დამრღვევი ძირითადი ფაქტორების შეფასება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს

61 მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
გ. მჭედლიშვილი, ნ. ფარღალავა.

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
ბოხუას სახელობის ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მიკროცირკულაციის ძირითადი მახასიათებლების და სავარაუდოდ, ქსოვილთა სისხლით მომარაგების დარღვევის გამომწვევი ფაქტორების ცვლილებების შედარებითი ანალიზი. კერძოდ, რეზისტიული არტერიების კონსტრუქციის და ჰემორეოლოგიური დარღვევების შეფასება II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. პირდაპირი, რაოდენობრივი და მაღალ მგრძნობიარე მეთოდების გამოყენებით ჩვენს მიერ დადგინდა, რომ ინსულინი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს დიაბეტის პირობებში დაზიანებულ მიკროცირკულაციის სისტემაში. მაშინ როდესაც ამგვარი დარღვევები მკვეთრად გამოხატულია გაძლიერბული აგრეგაციის გამო, მაგ დიაბეტური განგრენის ფონზე, ინსულინის ზემოქმედება საკმარისი აღარაა. რაც შეეხება არტერიოლების მომატებულ ტონუსს დიაბეტის დროს, მისი მონაწილეობა ამ დაავადების პათოგენეზში და მიკროცირკულაციის დარღვევების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოა.

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓