რეოლოგია ბერძ.სიტყვა (ρέος, «დინება, ნაკადი» და -ლოგია). რეოლოგია შეისწავლის არანიუტონური სითხეების დინების თავისებურებებს.
სისხლი არის სუსპენზია მასში შეწონილი ფორმიანი ელემენტებით (ერითროციტი, ლეიკოციტი, თრომბოციტი). სისხლის დინების, სისხლის სიჩქარის, სისხლძარღვის სიხისტე/დრეკადობის ერთობლიობა წარმოადგენს რეოლოგიის კვლევის საგანს.
ლაბორატორიულად რეოლოგიის შეფასება ხდება ჰემორეოლოგიური სტატუსის განსაზღვრით. სხვადასხვა დაავადებების დროს (ჰეპერტონია, დიაბეტი, ნევრალგიები, გულის იშემიური დაავადება, სტენოზები, მანკები, ვენების ვარიკოცული დაავადება, ორსულობა, მშობიარეები, სიცივის ალერგია, რეინოს ფენომედი, რეკონსტრუქციული ოპერაციები, ქურურგიული ჩარევის წინა და შემდგომი პერიოდები და მრ.სხვა), აგრეთვე ორშულებში და მშობიარეებში სისხლის რეოლოგიური თვისებები არაერთგვაროვნად იცვლება.
რეოლოგიური პარამეტრების მომატების/კლების ნორმალიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია თერაპიული თვალსაზრისით. რეოლოგიური გამოკვლევა იძლევა დაავადების მკურნალობის დამართვის ოპტიმიზაციას. ეს არის თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ყველაზე ინფორმატული კვლევა, რომელიც ეხმარება პაციენტს სწრაფ გამოჯანმრთელებაში და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ექიმის დიაგნოსტიკურ შეცდომას.
რეოლოგიური კვლევების ნუსხა
1.ერითროციტების აგრეგადობა- „Georgian methods“;
2. ერითროციტების დეფორმადობა- Filtration methods;
3. პლაზმის სიბლანტე – Capillary method;
4. სისხლის (წარმოსახვითი) სიბლანტე – Viscosity;
5. თრომბოციტების აგრეგადობა – Platelet aggregability;
6. თრომბოციტების ადჰეზია- Platelet adhesion;
7.რეზისტიული არტერიების ვაზოდილატაცია;
8. მიკროცირკულაციის ინდექსი;
9. მომყოლის რეოლოგიური ანალიზი;
10. სისხლის საერთო ანალიზი
და მრ.სხ.
რეოლოგიური კვლევის საფუძველზე ექიმი-რეოლოგი გასცემს დასკვნას და პაციენტს საჭიროების შემთხვევაში დაენიშნება სათანადო მკურნალობა
რეოლოგიის კვლევის ცენტრებია:
ოკაძაკის ნაციონალური ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (იაპონია); მონპელიეს ცენტრალური ფიზიოლოგიური კლინიკა (საფრანგეთი); კალიფორნიის ბიოსამედიცინო უნივერსიტეტი (აშშ); ლოს-ანჯელესის სამედიცინო სკოლა (აშშ); სოფიის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი (ბულგარეთი); კიევის კარდიოლოგიის და გერონტოლოგიის ინსტიტუტი (უკრაინა); პერმის მექანიკის ინსტიტუტი (რუსეთი); მოსკოვის ჰემატოლოგიური ცენტრი (რუსეთი); ტრანსფუზიოლოგიის და ჰემატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (მოსკოვი, რუსეთი), ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია).
რეოლოგიის თანამედროვე პრობლემები – ეს არის სისხლძარღვებში სისხლის გადაადგილების შესწავლა, დაავადების ეტიოლოგიაში და პათოგენეზში რეოლოგიის როლის გამოვლინება, პათოლოგიური პროცესების ზეგავლენა სისხლის დინების მექანიზმზე, პროტოკოლების შექმნა რეოლოგიური სტატუსის განსაძღვრაზე დაყდნობით.
თანამდეროვე რეოლოგიის აქტუალური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ქიმიასთან, კიბერნეტიკასთან და მეცნიერების და ტექნიკის სხვა დარგებტან მჭიდრო კონტაქტით.
თანამედროვე რეოლოგიის როგორც მულტიდისციპლინარული მეცნიერების მომიჯნავე პრებლემებია:
1. ფორმიანი ელემენტების ეგებულების და ფუნქციების შესწავლა.
2. უჯრედის რეგულატორული ფუნქციების შესწავლა (უჯრედშიდა, ქსოვილოვანი, შიდაორგანული პროცესების რეგულირება).
3. ადამიანის სიცოცხლის რაციონალური ორგანიზაცია და სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემა.
4. ტვინის აქტივობის მექანიზმების შესწავლა.
5. ინოვაციური ტექნიკური პროექტირება – ბიოლოგიური პროცესების და ცოცხალი ორგანიზმების შესწავლა ახალი შესაძლებლობების ძიების მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების ამოსახსნელად (ტექნიკური ან სამრეწველო ბიოქიმია, სამრეწველო მიკრობიოლოგია და სხვა ბიოტექნოლოგიების ტიპი). ბიოლოგიური პროცესების და ორგანიზმის ცალკეული ფუნქციების რეპროდუქცია, მოდელირება და ამ პროტოტიპებზე დაყრდნობით ახალი ტექნიკური სისტემების და მოწყობილობების კონსტრუირება (ბიონიკა).
6. რეოლოგია კოსმონავტიკაში (ცოცხალ ორგანიზმზე კოსმიური სივრცის უშუალო ზემოქმედების და ზეგავლენის შესწავლა, ადაპტაციის მექანიზმების გარკვევა კოსმიური ფაქტორების მიმართ, ნულოვანი გრავიტაციით გამოწვეულ სტრესში რეოლოგიის მონაწილეობის განსაზღვრა).
7. რეოლოგია ფარმაკოლოგიაში.