რეოლოგიის განვითარება საქართველოში: 2026 წელს დაფინანსებული მეცნიერების პოპულარიზაციის ორი ახალი პროექტი

რეოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, IT დეპარტამენტის უფროსი და ექსპერიმენტული რეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთდროულად არიან რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის თანამშრომლები, რომელიც საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობას ახორციელებს.

მათმა კვლევითმა ჯგუფმა, როგორც ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენლებმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

კონკურსის ფარგლებში ისინი ორ საპროექტო წინადადებას განახორციელებენ, რომელიც მიზნად რეოლოგიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას ეძღვნება