This is default featured post 1 title

This is default featured post 2 title

This is default featured post 3 title

This is default featured post 4 title

This is default featured post 5 title

დაარსდა რეოლოგიის დარგში მოღვაწეთა ყოველწლიური პრემია

დაარსდა გამოყენებითი რეოლოგიის დარგში მოღვაწეთა ყოველწლიური პრემია. კომპეტენტური ჟიური ყოველი წლის ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს. კონკურსი განკუთვნილია ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, დოქტორანტებისათვის, მაგისტრებისათვის, ბაკალავრებისათვის, სტუდენტებისათვის. საბუთების ნუსხა და საკონკურსო განაცხადის შემოტანის ვადები გამოქვეყნდება საიტზე მოგვიანებით. ადევნეთ თვალყური.
 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია “ბიომექანიკა – 2016”

ქ.პერმში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია "ბიომექანიკა-2016".  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა ფიზიკოსებმა, მათემატიკოსებმა, ბიოლოგებმა პერმიდან, მოსკოვიდან, სანტ-პეტერბურგიდან, ლიონიდან, პარიზიდან, აახენიდან, დუსერდოლფიდან,  ჟენევადან, ბრემენიდან, თბილისიდან. ქართველ მეცნიერს მაია მანწკავას, რომელიც თავჯდომარეობდა კლინიკური რეოლოგიის საქციას, ჰქონდა წარმოდგენილი სამი მოხსენება: "რეოლოგია ჰესტოზების დროს", "რეოლოგიური გამოკვლევები და კოულტერის პრინციპი", "მიკროცირკულაციი დარღვევა, როგორც პარაპლასტიურობის სინდრომი პირველადი ავთვისებიანი დაავადებების დროს". ამ თემატიკაზე და კონფერენციაზე წარდგენილი სხვა თეზისების თემაზე იქნებდა გამოცემული ვრცელი სამეცნიერო სტატიები რეცენზირებად იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში. გამოცემისთანავე ჩვენ საიტზე აიტვირთება ჟურნალის ჩამოსაქაჩი ვერსია.

 

 

ჩანაწერების ალტერნატიული არჩევა

[parallaxcontentslider] 

 

 

2016 წლის ნობელიანტი

139ნობელის პრემია მედიცინაში და ფიზიოლოგიაში გადაეცა ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს იოსინორი ოსუმის უჯრედის აუტოფაგიის სფეროში აღმოჩენის გამო. რეოლოგთა საზოგადოება ულოცავს პროფესორს და ამზადებს სამეცნიერო ნარკვევს თემაზე "აუტოფაგია და სისხლის უჯრედები".

 

 

 

 

ორსულებში სისხლის რეოლოგიური სტატუსის განსაზღვრის დიაგნოსტიკური ეფექტურობა

გამოქვეყნდა ახალი სტატია  საერთაშორისო რეცენზირებად  ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ., მომცელიძე ნ., ურდულაშვილი თ., ლომიტაშვილი ნ.

 

სტატიაში აღწერილმა პოპულაციურმა კვლევამ და მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გამოკვეთა თუ რეოლოგიური სტატუსის რომელი შემადგენელი არის ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატიული ორსულობის მიმდინარეობის დროს. აღმოჩნდა რომ ერითროციტთა მემბრანის დეფორმაციის უნარი მკვეთრად იცვლება პრეეკლამპსიის დროს და მეტიც. ერითროციტთა დეფორმადობის შეფასება ნათელს ჰფენს ჰესტოზის პროგნოზს.

საკვანძო სიტყვები: ჰესტოზი, რეოლოგიური სტატუსი.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

მიკროცირკულაციის და რეოლოგიის კომპლექსური შეფასება მიკროანგიოპათიების მქონე პაციენტებში

135 ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ.

 

სტატიაში არის აღწერილი რეოლოგიური პარამეტრების და მიკროცირკულაციის ერთდროული შეფასების მონაცემები დიაბეტურ პაციენტებში მიკროანგიოპათიების განვითარების დროს. სტატიაში მოყვანილია ახალი არაინვაზიური მიკროცირკულაციის შეფასების მეთოდოლოგიის დეტალური აღწერილობა.

 

საკვანძო სიტყვები: მიკროცირკულაციის კოეფიციენტი, დიაბეტი, ანგიოპათიები.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში სისხლის ნაკადის კომპლექსური შეფასება

134გამოქვეყნდა ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.5-10

 

მომცელიძე ნ., მანწკავა მ., ურდულაშვილი თ., ნარსია ნ., გოცაძე მ., მჭედლიშვილი თ.

 

ჩვენი მიზანი იყო კომპლექსურად შეგვეფასებინა სისხლის რეოლოგიური სტატუსი, სისხლძარღვთა ცვლილებები და ჰემოდინამიკა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. აგრეთვე ჩვენი მიზანი იყო კლინიკურ კარდიოლოგიაში შემოგვეტანა ტერმინი blood flow.

საკვანძო სიტყვები: გულის იშემიური დაავადება; გულის უკმარისობა; სისხლის რეოლოგიური სტატუსი; მიკროცირკულაციის კოეფიციენტი.

 

 აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

ადაპტაციური რესურსის ზეგავლენა რეოლოგიურ თვისებებზე ემოციური სტრესის დროს

133გამოვიდა ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «Novation»-ში, 2016, N2, გვ. 105-109

 

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

სტრესის წარმოქმნა და გავრცელება უზრუნველყოფილია სისხლის მიმოქცევის ადექვატურობით, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე და სისხლის შედედების მექანიზმებიზე და მათ შეთანხმებულ მიშაობაზე. სტატიაში აღწერილია ადაპტაციური რესურსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება სისხლის რეოლოგიური თვისებებს მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: სტრესი, სისხლის რეოლოგია, ერითროციტების აგრეგადობა, სისხლის რეოლოგიური სტატუსი.

 

 აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

განხორციელების აუცილებლობას რეოლოგიური გამოკვლევების დანერგვის აუცილებლობა ორსულობის პერიოდში

Pregnant woman and child

ლომიტაშვილი ნ., მანწკავა მ., ურდულაშვილი ნ., ურდულაშვილი თ., მჭედლიშვილი თ., მომცელიძე ნ.
 


პრეეკლამპსია არის ნორმალური ორსულობის გართულება, რომელიც არის პერინატალური სიკვდილიანობის ერთერთი ხშირი მიზეზი. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიზნად ისახავდა პრეეკლამპსიის ეტიოლოგიის აქამდე უხნობი ფაქტების გამოკვლევას ერთის მხრივ და, მეორეს მხრივ, ჰემორეოლოგიური ტესტების დანერგვის სარგებელი აღწერას. ამას გარდა ფუნდამენტური სარგებელისა აქვს სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებია სისხლის რეოლოგიური თვისებების ორსულთა ჰესტოზის მსუბუქი ფორმის დროს. შედეგების სტატისტიკურმა ანალიზმა და განხილვამ გვიჩვენა, რომ ერიტროციტების დეფორმაციის ინდექსი არის ყველაზე მგრძნობიარე და, შესაბამისად, ინფორმატული რეოლოგიური თვისებების შესაფასებლად ჰესტოზის დროს.


საკვანძო სიტყვები: ჰესტოზი, რეოლოგიურ თვისებები, ერითროციტეის დეფორმადობა.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

რეოლოგიური, ვასკულარული და ჰემოდინამიკური პარამეტრები გულის უკმარისობის დროს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტერბში

131მანწკავა მ.მ., ურდულაშვილი თ.ა., ნარსია ნ.ნ., მჭედლიშვილი თ.დ., მომცელიძე ნ.გ.

 

ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა რეოლოგიური სტატუსის, სისხლძარღვოვანი ცვლილებების და გულის ჰემო დინამიკური პარამეტრების ერთობლიობა გულის უკმარისობის დროს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტერბში. იღებული მონაცემების ახლებური ხედვა და ინტერპრეტაცია ნებას იძლევა უკეთ შევისწავლოთ გულის უკმარისობის პატოგენეზი, გავწიოთ იმ კვლევების და ანალიზების რეკომენდაციები, რომელიც აღწერილია სტატიაში.

 

საკვანძო სიტყვები: გულის უკმარისობა, წუთმოცულობა, სისხლის რეოლოგია, რეზისტიული არტერიები.

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.