Category Archives: სიახლეები

ევროპის კლინიკური რეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების მე-18 საერთაშორისო კონფერენცია

afishaლისაბონში წარმატებით დასრულდა ევროპის კლინიკური რეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების მე-18 საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება გადადის III რეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის საფინალო მზადების რეჟიმში. გამოგვიგზავნეთ თეზისები 2016 წლის12 ივლისის ჩათვლით. საუკეთესო სურვილებით, გელოდებით ანტალიაში.

კლინიკური ჰემოროლოგიის კონფერენცია

medisoni

ამა წლის 12 თებერვალს ქ.თბილისში  ჯანმრთელობის ცენტრ "მედისონში"  გაიმართა კლინიკური ჰემორეოლოგიის კონფერენცია. 

დამსწრე საზოგადოება გაეცნო ახალ და უახლეს ჰემორეოლოგიურ მეთოდებს, საქართველოში ჩატარებულ ჰემორეოლოგიურ პოპულაციურ კვლევების შედეგებს, შედგა რეოლოგიური ინტერნეტ-საიტის პრეზენტაცია. კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა კლინიცისტ ექიმებმა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბაკალავრებმა, მაგისტრებმა, დოქტორანტებმა, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კლინიკური რეოლოგიის აქტუალური საკითხები. (საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება, ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება).

გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოს:

 

 

კონფერენციები მომავალში

ქვემოთ მითითებულია კონფერენციების ნუსხა, სადაც თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ აღმოგიჩენთ სრულ ხელისშეწყობას მათში მონაწილეობის თვალსაზრისით. იგულისხმება, როგორც შრომების გამოქვეყნება, ასევე დაგეხმარებით გამგზავრებაში. აუცილებელი მოთხოვნაა ნაშრომი უნდა გამოირჩეოდეს ორიგინალობით და შესრულებული იყოს თანამედროვე მეთოდების მეშვეობით.

 

Bergamoმე -8 საერთაშორისო კონფერენცია თრომბოზისა და ჰემოსტაზის საკითხებზე  კიბოს პირობებში.


8-10 აპრილი 2016, ბერგამო, იტალია.

 

 

 

 

↓