Category Archives: სიახლეები

2016 წლის ნობელიანტი

139ნობელის პრემია მედიცინაში და ფიზიოლოგიაში გადაეცა ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს იოსინორი ოსუმის უჯრედის აუტოფაგიის სფეროში აღმოჩენის გამო. რეოლოგთა საზოგადოება ულოცავს პროფესორს და ამზადებს სამეცნიერო ნარკვევს თემაზე "აუტოფაგია და სისხლის უჯრედები".

 

 

 

 

Biomedica 2016

125მე-10 საიუბილეო ღონისძიება უმაღლეს დონეზე იყო საზეიმოდ დახურული. შეხვედრაზე იყო ბოლომდე დაჯავშნილი საშუამავლო შეხვედრები. აგრეთვე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ღვაწლმოსილი საერთაშორისო სპიკერები, 70 დიდი და მცირე ბიზნესის, აგრეთვე ‘spin offs’ და 700 ზე მეტი საერტაშორისო კომპანია. Euregio-შო ბიომედიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას სიცოცხლის შემსწავლელ მენიერების სფეროში. რეოლოგთა საზოგადოებამ მიიღო მონაწილეობა  ღონისძიებაში Biomedica 2016 (აახენი, გერმანია)

 

 

მეცნიერი მ. მანწკავა მიწვეულია IncoNet EaP-ის ღონისძიებაზე “Biomedica 2016”.

126შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” – IncoNet EaP.  შოთა რუსთაველის ფონდი აფინანსებს მეცნიერ მაია მანწკავას გამგზავრებას საშუამავლო ღონისძიებაზე "Biomedica 2016", რომელიც ჩატარდება ქ.ახენში (გერმანია), 2016 წლის 30-31 მაისს.

 

რეოლოგიის საზოგადოების III საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში.

125რეოლოგიის საზოგადოების III საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში შედგება ანტალიაში, თურქეთში
პროგრამა წარმოდგენილია იქნება პლენარული სხდომების, თავისუფალი კომუნიკაციების და სტენდური სესიების სახით.

თემები:
* ექსპერიმენტული ჰემორეოლოგია, ჰემოდინამიკა და ჰიდრავლიკა.
*კლინიკური ჰემორეოლოგია (კარდიო- და ცერებროვასკულურ იდაავადებები, ენდოკრინოლოგია,    ჰეპატოლოგია, ალერგოლოგია, გერონტოლოგია, შოკი, სტრესი, რეკონსტრუქციული ქირურგია, გინეკოლოგია და ა.შ. 
* რეოლოგია, ბიოლოგიური და ჰემორეოლოგიური მეთოდები, ტექნიკა და აღჭურვილობა.
* სისხლის და სისხლძარღვთა უჯრედების მიკრო- და ნანომექანიკა.
* სისხლის ნაკადის დენადობა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის პერსპექტივაში.
* მტკიცებულებათა მედიცინა რეოლოგიასა და მიკროცირკულაციაში.
* მულტიდისციპლინარული კვლევები რეოლოგიაში.
*ექსპერიმენტული და კლინიკური რადიოლოგია რეოლოგიაში.
*ფარმაცევტული რეოლოგია.
*რეოლოგიიის ისტორია.
*კოგნიტიური რეოლოგია.
*რეოლოგია დ აკოაგულაციის მექანიზმები.
*კვების რეოლოგია.
* სისტემების, ორგანოების, ქსოვილების, უჯრედების ფიზიოლოგია და პათფიზიოლოგია.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

124ძვირფასო მეცნიერებო, კოლეგებო, საიტის სტუმრებო, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. გილოცავთ! დაიცავით თქვენი საავტორო უფლებები. გისურვებთ წარმატებებს და კარგ სამეცნიერო პუბლიკაციებს.

 

 

 

გაიმართება საპილოტე პროგრამა

114რეოლოგიის საზოგადოების ხელშეწყობით გაიმართება საპილოტე პროგრამა (2016 წლის სექტემბერი-დეკემბერი). ახალგაზრდა ექიმები და მკვლევარები გაივლიან რეოლოგიის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს.

 

 

II საერთაშორისო კონგრესი რეოლოგიაში

118საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება, ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება, თურქეთში მცხოვრები ქართველ მეცნიერთა კავშირი ატარებს II საერთაშორისო კონგრესს რეოლოგიაში, 2016 წლის 15-17 ოქტომბერი, საქართველო, თბილისი, თურქეთი, ანტალია.

დაიწყო თეზისების მიღება.
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ოქტომბერი.
თეზისები გამოაგზავნეთ: biomedicine.med@gmail.com; rheology.biz@gmail.com.
 კონფერენციის მიმართულებებია:

სამუშაო ვიზიტი იტალიის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საზოგადოების სხდომაზე


1132-8 მარტს რეოლოგიის საზოგადოების და ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მანწკავა მაკა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საზოგადოების სხდომაზე. 

 

 

 

 

მ. მანწკავა – რეოლოგიის პროფილის ჟურნალების ბორდის წევრი

ეს ჟურნალებია: Clinical Hemorheology and Microcirculation
(Blood Flow and Vessels)
Languages: English
Impact factor 2.242 ISSN print 1386-0291 ISSN online 1875-8622

 

104

 

რადიო სივრცის სტუმარი

ა.წ. 21 თებერვალს  ჟურნალისტ ნინო დათუკიშვილის საავტორო გადაცემა  "აკადემიური სივრცის" (რადიო 1) სტუმარი იყო მაკა მანწკავა. მეცნიერმა ისაუბრა  კლინიკური რეოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიაზე, გააშუქა რეოლოგიის აქტუალური საკითხები, შეეხო პრობლემებსაც. ინტერვიუ იყო ერთნაირად საინტერესო მეცნიერთათვის, ექიმებისათვის და არამედიკოსი მსმენელებისათვის. გადაცემა მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერით და მსმენელებს ეძლეოდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები.

 

↓