Category Archives: მასალები

I საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში (ქ. ქუთაისი)

902015 წლის 10-11 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა I საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში (ორგანიზატორი მაია მანწკავა, ი.ბერიტაშვილის სახ. ბიომედიცინის კვლევითი ცენტრი, ა.წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი). იგი მიეძღვნა რეოლოგიის აქტუალურ საკითხებს. პრობლემის ირგვლივ გაკეთდა პლენარული და სექციური მოხსენებები, მოხდა ახალი და უახლესი მეთოდების აღწერა, წარმოდგენილ იქნა მონაცემები, ჩატარდა მათი ანალიზი, გაკეთდა დასკვნები.  

განისაზღვრა ახალი კონცეპციები და ხედვები, რომლებიც გამოვლინდა მრგვალი მაგიდის დისკუსიებში.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერები (მედიკოსები, ფიზიოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, და სხვ.). კონფერენციის ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება რეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის  რეგულარულ მოწვევასთან დაკავშირებით.