სისხლდენის დროს სისხლის რეოლოგიური თვისებები (ექსპერიმენტული გამოკვლევა)

69მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
ლ. დავლიანიძე.


 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, გოთუას ქ.14.

სისხლდენები არის რთული პათოლოგიური პროცესში ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით. სისხლდენების დროს მნიშვნელოვნად ირღვევა სისხლის რეოლოგია და იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებისას და განვითარებისას. კვლევის მიზანი იყო რეოლოგიურ თვისებების სრულყოფილი გამოკვლევა სხვადასხვა სტადიების ექსპერიმენტული სისხლდენების დროს. ქონების და დეფორმირებადი სისხლის წითელი უჯრედების, პლაზმის სიბლანტის, ჰემატოკრიტი.

აღმოჩნდა, რომ ერითროციტების აგრეგადობა იზრდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად :10, 25, 44%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), ერითროციტების დეფორმადობა მცირდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად: 12, 13 და 15%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), სიბლანტის ცვლილებები არ იყო სარწმუნო არც ქვეჯგუფებში და არც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ჰემატოკრიტის მატებაც არ იყო სარწმუნო. მონაცემებზე დაყრდნობით პრაქტიკული რეკომენდაცია შედგემა იმაში, რომ სისხლდენების დროს მიზანშეწონილია რეოლოგიური თვისებების კომპლექსური გამოკვლევა, თუმცა ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატულია ერითროციტის აგრეგადობის გამოკვლევა.

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓