ჩატარებული კონფერენციები

kutaisiI საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში საქართველოში ქ. ქუთაისში (ორგანიზატორი მაია მანწკავა, ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი) მიეძღვნა რეოლოგიის აქტუალურ საკითხებს. პრობლემის ირგვლივ გაკეთდა პლენარული და სექციური მოხსენებები, ახალი და უახლესი მეთოდების აღწერა, მონაცემები, მათი ანალიზი და დასკვნები. კონფერენციის კროსდისციპლინურმა მიდგომამ რეოლოგიის მიმართ განსაზღვრა ახალი კონცეფციები და ხედვები, რომლებიც გამოვლინდა მრგვალი მაგიდის დისკუსიებში.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერები (მედიკოსები, ფიზიოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, და სხვ.). კონფერენციის ფარგლებში  მიღებული იყო გადაწყვეტილება რეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის რეგულარულ მოწვევასთან დაკავშირებით.

 

tbilisi

პირველად საქართველოში ქ. თბილისში მაია მანწკავას ხელმძღვანელობით ჩატარდა სეზონური საერთაშორისო სკოლა რეოლოგიაში და მიკროცირკულაციაში. სკოლის ფორმატი ითვალისწინებდა ახალგაზრდა ექიმების,მკვლევარების, მაგისტრანტების, ბაკალავრების, სტუდენტების პრობლემით დაინტერესებას, რეოლოგიის მიმართულებით სასწავლო ღონისძიებების ჩატარებას, საკითხის ირგვლივ მიმოხილვით ლექციებს,  ლაბორატორულ ტრენინგებს. სკოლის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურმა სტუმრებმა ამერიკიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან,  ბულგარეთიდან. მსმენელები გაეცნენ ბიოსტატისტიკი ს მეთოდოლოგიას, სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის, პროტოკოლების დაკითხვარის შექმნის წესებს. მსმენელებს ჩაუტარდათ  შეფასებითი ტესტები.  სეზონური საერთაშორისო სკოლა რეოლოგიაში და მიკროცირკულაციაში ჩატარდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

 

Erevanმე-2 საერთაშორისო კონფერენცია მტკიცებულების მედიცინაში (ერევანი, სომხეთი) მიეძღვნა კლინიკურ ეპიდემიოლოგიას და მტკიცებულებების მედიცინას. კონფერენციის მოხსენებები  ეძღვნებოდა კლინიკური რეკომენდაციების შემუშავებას.  მტკიცებულებების მედიცინის თვალსაზრისით წამოჭრილ საკითხებზე საჯარო დისკუსიები ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებისთვის.  კონფერენცია ზემოთ ხსენებებით წარდგნენ  კლინიკური ეპიდემიოლოგიის დამტკიცებულებების მედიცინის სხვადასხვა ქვეყნის (რუსეთი, ინგლისი, უკრაინა, საქართველო, შვეიცარია, ბაჰრეინი) ცნობილი  სპეციალისტები. მაია მანწკავამ, როგორც კონფერენციის ორგკომიტეტის წევრმა დიდი წვლილი შეიტანა გეგმის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ დაინერგოს რეოლოგიური კვლევები ზოგიერთი პრევენციული ღონისძიების მონიტორინგში.

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓