მადლენა ურდულაშვილი (საფრანგეთი) დაიბადა 1971 წელს, რადიოლოგიის და ვიზუალური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (მარი და პიერ კიურის სახ.უნივერსიტეტი, პარიზი). ამჟამად მუშაობს წამყვან ექიმად ვერსალის ანდრე მინიოს ჰოსპიტალში. მისი პროფესიული და მეცნიერული ინტერესის არეალია: კლინიკური რეოლოგიის ნეირორადიოლოგიის, პედიატრიული რადიოლოგიის და გინეკოლოგიური რადიოლოგიის თვალსაზრისით, იგი არის SIMS-ს (ძვალკუნთოვანი ვიზუალიზაციის საზოგადოების წევრი) და საფრანგეთის რადიოლოგების საზოგადოების წევრი.
მადონა ქააძე (რუსეთი) დაიბადა 1956 წელს. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 2002 წელს სადოქტორო სპეციალობით ქირურგია და ონკოლოგია. 1990 წელს და შემდგომ მუშაობდა სემაშკოს სახ. მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიურ ინსტიტუტში (MMSI); მოსკოვის № 33 საავადმყოფოს ჰოსპიტალური ქირურგიის და კატასტროფების დეპარტამენტში. ამჟამად არის საოპერაციო ბლოკის გამგე, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი, პროფესორი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესებია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მამოლოგია, ონკოლოგია, ორგანიზმის თხევადი სტრუქტურების რეოლოგია.
იური ივანეს ძე ნიაშინი (რუსეთი) დაიბადა 1935 წელს. დაამთავრა პერმის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ახლა პერმის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი) სპეციალობით "ფიზიკა". 1969 წელს, ი.ნიაშინმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1983 წელს – სადოქტორო. 1971 წლიდან ი.ნიაშინი ხელმძღვანელობს თეორიული მექანიკის დეპარტამენტს პერმის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში. კვლევის არეალია მყარი სხეულები, მათემატიკური მოდელირება, პროცესების ოპტიმიზაცია, სისხლის და ორგანიზმის სხვა სითხეების რეოლოგიური კვლევები. იგი არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედაქტორი. ჟურნალი დაარსდა 1997 წელს და ეძღვნება ბიომექანიკის პრობლემებს. ჟურნალში ქვეყნდება კვლევების აღწერილობა, სამეცნიერო და მიმოხილვითი სტატიები. ჟურნალში ქვეყნდება ბიოლოგიის, მედიცინის და მექანიკის გამოწვევები.
სერგი ვილლოტეაუქსი (საფრანგეთი) დაიბადა 1967 წელს. 1995 წელს დაამთავრა ლილის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (Université Lille Nord de France, საფრანგეთი). 2007 წელს მან დოქტორის ხარისხი მიიღო. იგი არის მთავარი მკვლევარი, საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი. იგი არის გულსისხლძარღვთა ინტერვენციული რადიოლოგიის საზოგადოების წევრი. იგი არის რადიოლოგიის და ენდოვასკულური თერაპიის ჟურნალების სარედაქციო კომიტეტის წევრი. მისი სამეცნიერო არეალია: სისხლის მიმოქცევა, მიკროცირკულაცია, ჰემორეოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
ნადია ანტონოვა (ბულგარეთი) დაიბადა 1955 წელს. 1978 წელს დაამთავრა სოფიის უნვერსიტეტი სპეციალობით სითხეების მექანიკა. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1999 წელს – სადოქტორო. 2012 წლიდან სოფიის მექანიკის ინსტიტუტის პროფესორის თანამდებობას იკავებს. მისი ინტერესის და კვლევითი არეალია ბიომექანიკა, ბიორეოლოგია, ჰემორეოლოგია, სითხეების მექანიკა ელექტრორეოლოგია. იგი არის მაღალ რეიტინგული ჟურნალის რედაქტორი და ყოველწლიური ბიორეოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი.