ჰემორეოლოგიური დარღვევები I და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს განგრენის ტერფის პირობებში

73მაია მანწკავა, ნანა მომცელიძე,
ნუგზარ ფარღალავა,
გიორგი მჭედლიშვილი.

 


 ამ კვლევის მიზანი იყო შეგვეფასებინა რეოლოგიურ თვისებების დრღვევები, კერძოდ, ერითროციტების აგრეგაციის ინდექსი I ტიპის შაქრიანი დიაბეტის და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. აგრეგაციის შესაფასებლად ჩვენ გამოვიყენეთ  “Georgian technique”, რომელიც შეიქმნა ჩვენს ლაბორატორიაში. უპირატესობა ამ მეთოდის მდგომარეობს მის პირდაპირობაში და რაოდენობრივობაში. პაციენტები დავყავით ორ ჯგუფად: I ტიპის და II ტიპის დიაბეტის პაციენტები. აგრეგაციის ორივე დიაბეტურ ჯგუფში აღემატებოდა საკონტროლო მნიშვნელობებს. აღმოჩნდა, რომ რეოლოგიური დარღვევები 62 პროცენტი (p <0.001) აღემატებოდა საკონტროლო მნიშვნელობებს I ტიპის დიაბეტის დროს და 57 პროცენტი (p <0.001) II ტიპის დიაბეტის პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ რეოლოგიური დარღვევები მსგავსია ორივე ტიპის დიაბეტის დროს. მიკროცირკულაციაში სისხლის ნაკადის შენელება, გამოწვეული  გაზრდილი ერითროციტების აგრეგადობით გამოიწვევს განგრენას მიუხედავად დიაბეტის ტიპისა.

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓