ბიომექანიკა და კინეზიოლოგია(ISBN 978-9941-503-02-3), 2022

წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ Google Book-ზე!

წიგნში ავტორები (პროფესორი მაკა მანწკავა, პროფესორი თამარ სანიკიძე, პროფესორი ნიკოლოზ გოცირიძე) იხილავენ ბიომექანიკის და კინეზიოლოგიის პოსტულატებს და კანონზომიერებანს, აღწერენ ამა თუ იმ უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების, სისტემების ბიომექანიკურ თავისებურებებს, რომლებიც განაპირობებენ უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების და სისტემათა ურთიერთშეთანხმებას და ნორმალურ ფუნქციონირებას. წიგნი შედგება 2 განყოფილებისგან: ბიომექანიკა I და ბიომექანიკა II.წიგნში წარმოდგენილი მასალა გათვალისწინებულია 100 და მეტ საათიანი კურსისთვის. ტექსტი ილუსტრირებულია 180 სურათით, რაც აიოლებს მოთხრობილის აღქმას და ფორმულებით გამოსახული ფუნქციური დამოკიდებულებების დასწავლას. წიგნში დანართის სახით განთავსებულია

ლაბორატორიული სამუშაოების აღწერა, მათი განხორციელების მიმდევრობა. გავლილი მასალის თვითშეფასებისთვის წიგნში მოცემულია სადისკუსიო საკითხების ჩამონათვალი. წიგნი ბიომექანიკის მიმართულებით ეხმარება თეორიის და პრაქტიკული მიდგომების შერწყმას, უყალიბებს მკითხველს ფაქტების და მოვლენების მულტიდისციპლინური განხილვის უნარ-ჩვევებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მედიცინის დარგის სპეციალისტებისთვის. წიგნი რეკომენდებულია სამედიცინო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტების, მკვლევარების, ყველა დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის და პრაქტიკოსი მედიკოსის, რეაბილიტოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და თეორიული ბიოსამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის წიგნი გაწევს სასწავლო სახელმძღვანელოს როლს.