Category Archives: სტატიები

ორსულებში სისხლის რეოლოგიური სტატუსის განსაზღვრის დიაგნოსტიკური ეფექტურობა

გამოქვეყნდა ახალი სტატია  საერთაშორისო რეცენზირებად  ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ., მომცელიძე ნ., ურდულაშვილი თ., ლომიტაშვილი ნ.

 

სტატიაში აღწერილმა პოპულაციურმა კვლევამ და მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გამოკვეთა თუ რეოლოგიური სტატუსის რომელი შემადგენელი არის ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატიული ორსულობის მიმდინარეობის დროს. აღმოჩნდა რომ ერითროციტთა მემბრანის დეფორმაციის უნარი მკვეთრად იცვლება პრეეკლამპსიის დროს და მეტიც. ერითროციტთა დეფორმადობის შეფასება ნათელს ჰფენს ჰესტოზის პროგნოზს.

საკვანძო სიტყვები: ჰესტოზი, რეოლოგიური სტატუსი.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

მიკროცირკულაციის და რეოლოგიის კომპლექსური შეფასება მიკროანგიოპათიების მქონე პაციენტებში

135 ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ.

 

სტატიაში არის აღწერილი რეოლოგიური პარამეტრების და მიკროცირკულაციის ერთდროული შეფასების მონაცემები დიაბეტურ პაციენტებში მიკროანგიოპათიების განვითარების დროს. სტატიაში მოყვანილია ახალი არაინვაზიური მიკროცირკულაციის შეფასების მეთოდოლოგიის დეტალური აღწერილობა.

 

საკვანძო სიტყვები: მიკროცირკულაციის კოეფიციენტი, დიაბეტი, ანგიოპათიები.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში სისხლის ნაკადის კომპლექსური შეფასება

134გამოქვეყნდა ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.5-10

 

მომცელიძე ნ., მანწკავა მ., ურდულაშვილი თ., ნარსია ნ., გოცაძე მ., მჭედლიშვილი თ.

 

ჩვენი მიზანი იყო კომპლექსურად შეგვეფასებინა სისხლის რეოლოგიური სტატუსი, სისხლძარღვთა ცვლილებები და ჰემოდინამიკა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. აგრეთვე ჩვენი მიზანი იყო კლინიკურ კარდიოლოგიაში შემოგვეტანა ტერმინი blood flow.

საკვანძო სიტყვები: გულის იშემიური დაავადება; გულის უკმარისობა; სისხლის რეოლოგიური სტატუსი; მიკროცირკულაციის კოეფიციენტი.

 

 აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

ადაპტაციური რესურსის ზეგავლენა რეოლოგიურ თვისებებზე ემოციური სტრესის დროს

133გამოვიდა ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «Novation»-ში, 2016, N2, გვ. 105-109

 

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

სტრესის წარმოქმნა და გავრცელება უზრუნველყოფილია სისხლის მიმოქცევის ადექვატურობით, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე და სისხლის შედედების მექანიზმებიზე და მათ შეთანხმებულ მიშაობაზე. სტატიაში აღწერილია ადაპტაციური რესურსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება სისხლის რეოლოგიური თვისებებს მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: სტრესი, სისხლის რეოლოგია, ერითროციტების აგრეგადობა, სისხლის რეოლოგიური სტატუსი.

 

 აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

განხორციელების აუცილებლობას რეოლოგიური გამოკვლევების დანერგვის აუცილებლობა ორსულობის პერიოდში

Pregnant woman and child

ლომიტაშვილი ნ., მანწკავა მ., ურდულაშვილი ნ., ურდულაშვილი თ., მჭედლიშვილი თ., მომცელიძე ნ.
 


პრეეკლამპსია არის ნორმალური ორსულობის გართულება, რომელიც არის პერინატალური სიკვდილიანობის ერთერთი ხშირი მიზეზი. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიზნად ისახავდა პრეეკლამპსიის ეტიოლოგიის აქამდე უხნობი ფაქტების გამოკვლევას ერთის მხრივ და, მეორეს მხრივ, ჰემორეოლოგიური ტესტების დანერგვის სარგებელი აღწერას. ამას გარდა ფუნდამენტური სარგებელისა აქვს სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებია სისხლის რეოლოგიური თვისებების ორსულთა ჰესტოზის მსუბუქი ფორმის დროს. შედეგების სტატისტიკურმა ანალიზმა და განხილვამ გვიჩვენა, რომ ერიტროციტების დეფორმაციის ინდექსი არის ყველაზე მგრძნობიარე და, შესაბამისად, ინფორმატული რეოლოგიური თვისებების შესაფასებლად ჰესტოზის დროს.


საკვანძო სიტყვები: ჰესტოზი, რეოლოგიურ თვისებები, ერითროციტეის დეფორმადობა.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

რეოლოგიური, ვასკულარული და ჰემოდინამიკური პარამეტრები გულის უკმარისობის დროს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტერბში

131მანწკავა მ.მ., ურდულაშვილი თ.ა., ნარსია ნ.ნ., მჭედლიშვილი თ.დ., მომცელიძე ნ.გ.

 

ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა რეოლოგიური სტატუსის, სისხლძარღვოვანი ცვლილებების და გულის ჰემო დინამიკური პარამეტრების ერთობლიობა გულის უკმარისობის დროს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტერბში. იღებული მონაცემების ახლებური ხედვა და ინტერპრეტაცია ნებას იძლევა უკეთ შევისწავლოთ გულის უკმარისობის პატოგენეზი, გავწიოთ იმ კვლევების და ანალიზების რეკომენდაციები, რომელიც აღწერილია სტატიაში.

 

საკვანძო სიტყვები: გულის უკმარისობა, წუთმოცულობა, სისხლის რეოლოგია, რეზისტიული არტერიები.

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

სისხლის ჰემორეოლოგია და ოპერაციული ჩარევით გამოწვეული სტრესი

130

მანწკავა მ.  მომცელიძე ნ.

სტრესის ჩამოყალიბება და გავრცელება სისხლის მიმოქცევის ადექვატურობით არის განპირობებული, რაც თავის მხრივ ეყრდნობა კოაგულაციურ და ჰემორეოლოგიური სისტემების ერთობლივ მუშაობას. სტატიაში არის მოყვანილი ადაპტაციური რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება რეოლოგიური სტატუსის განსაზღვრის მაგალითზე. ჩვენ მოვიაზრეთ სისხლის დენადობის შეფასების მეთოდი ერითროციტების აგრეგადობის განსაზღვრაზე დაყრდნობით. ჩვენ გამოვიკვლიეთ პაციენტები, რომლებსაც დაენიშბად ქირურგიული ორერაცია. შეტყობინების დღე მათ შეუფასდათ სტრესის დონე. აღმოჩნდა, რომ პაციენტებისათვის ხტრესს წარმოადგენს არა მხოლოდ დაავადება, ანესტეზია, არამედ თვით ოპერაციის შეტყობინება მათში გამოიწვევს ადაპტაციური ენერგიის მძლავრ გახარჯვას.

 

საკვანძო სიტყვები: სტრესი, სისხლის ჰემორეოლოგია, ერითროციტების აგრეგაცია , რეოლოგიური თვისებებს სტატუსი.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

მოქმედების სხვა და სხვა ხანგრძლივობის ინსულინის გავლენა ერითროციტების აგრეგადობაზე

129

მანწკავა მ., მომცელიძე ნ., ურდულაშვილი თ.

თანამედროვე ფარმაკოლოგიაში არსებობს სხვადასხვა ხანგრძლივობის ზემოქმედების ინსულინები. ეს იძლევა საშუალებას კლინიცისტმა ექიმმა შეადგინოს საჭირო მკურნალობის სქემები. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა და დაგვედგინა აქამდე უცნობი ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ განსხვავებული მოქმედების დროით და ხანგრძლივობით ინსულინები ერითროციტების აგრეგაცნიულ უნარზე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში და ინ ვიტორ პირობებში.

საკვანძო სიტყვები: ინსულინი, დიაბეტი, ერითროციტთა აგრეგაცია.

 

 აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

 

მიკროცირკულაციის კოეფიციენტის შეფასების ახალი არაინვაზიური მეთოდი

122მ.მანწკავა


ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, 0160, თბილისი, საქართველო, ლ.გოთუას ქ., 14, e-mail: mantskavamaka@rambler.ru

 

ანოტაცია. სისხლის მიმოქცევის სისტემის სადიაგნოსტიკო საშუალებაა  რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის კვლევა. საერთო არტერიული და ვენური წნევის მუდმოვობის დროს, რეზისტიული არტერიებში წნევა განპირობებულია მათი ფუნქციური მდგომარეობით. ახალი არაინვაზიური მეთოდი იყო განხორციელებული ოთხარიანი ულტრაბგერითი ხელსაწყოთი “Dop 8/4” (გერმანია). სხივის და მუხლის არტერიების სტანდარტული ისქემიის შედეგად განვითარებული პოსტისქემიური რეაქტიული ჰიპერემიის პირობებში გაზომილი სისხლის ნაკადი პასუხისმგებელია მიკროცირკულაციური ქსელის მდგომარეობაზე.

ზოგიერთი ჩანაწერის წარდგენა განსხვავებული ფორმატით

 

[wowslider id=”13″]

 

 

 

თქვენს მიერ შერჩეულ სურათზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის ჩანაწერზე.