ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამა

გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამის კონკურსი (Approved Program for Promoting Young Researchers (EAPPUR))
 
ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება, ბულგარეთის სამეცნიერო აკადემიის ბიომექანიკის ინსტიტუტი, ლისაბონის პოსტდიპლომური სწავლების ცენტრი, რეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, აახენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ერთობლივ ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი  ევროპულ აპრობირებულ პროგრამას (European Approved Program for Promoting Young Researchers).  საქართველოში პროგრამა ჰორციელდება ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების განყოფილების ბაზაზე.
 
პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდა მკვლევარები მულტიდისციპლინური კვლევებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გაწიოს მეთოდოლოგიური, პროგრამული, იურიდიული მხარდაჭერა, მოახდინოს ინოვაციური კვლევების ოპტიმიზაცია. პროგრამის მოსალოდნელი შედეგია მაღალღირებული მულტიდისციპლინური კვლევების განხორციელება, სასწავლო საბასიზო და გამოყენებითი კომპონენტების შერწყმა, ცოდნის ტრანსფერი, კვლევების უწყვეტობა, მდგრადობა და კომერციალიზაცია.
 
პროგრამა უზრუნველყოს მსოფლიო-კლასის მეცნიერების განვითარებას, ინოვაციებისათვის ხელსაყრელ გარემოს, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ურთიერთსარგებლობას. ყოველივე ეს გაზრდის მეცნიერების რიცხვს, გააფართოვებს მათი კვლევების არეალს, გაიზრდება სპეციალისტების/მკვლევერების კონკურენტუნარიანობა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
 
2017-2020 პროგრამის კონსტრუქციული თემები:
1. მშობიარობის მართვის ალგორითმის შერჩევა ორსულების კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევების მეშვეობით
2.  სისხლის კაოგულაციის და რეოლოგიის ცვლილებების როლი ჰემორაგიული შოკის განვთარების მექანიზმში
3. სტრესინდუცირებული დაავადებების და პროფესიული დაავადებების მენეჯმენტი
4. სისხლის რეოლოგიური თვისებების როლი პარანეოპლასტიური სინდრომის ჩამოყალიბებაში და უეცარ ლიკვიდაციაში
6. კოულტერის პრინციპზე დაყრდნობით სისხლის რეოლოგიური კვლევების მნიშვნელობა მიკროცირკულაციური მოშლის დროს
7. რეოლოგიური თვისებების როლის განსაზღვრა ექსპერიმენტული ცხოველების მთელი სხეულის ჰიპერთერმიით ინდუცირებული ოქსიდაციური სტრესის დუალური ეფექტის განვითარებაში.
 
კონკურში განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეებისათვის და არარეზიდენტებისათვის – სტუდენტებისათვის, მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისათვის, ინდივიდუალური მკვლევარებისათვის,  სამეცნიერო, ინდუსტრიული, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებისათვის, ყველა დაინტერესებული პირისათვის.
კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: მედიცინა (25 ადგილი), საბუნებუსმეტყველო მეცნიერებები (5 ადგილი), ჯანდაცვის მენეჯმენტი (8 ადგილი), ბიზნეს ადმინისტრირება (8 ადგილი), IT ტექნოლოგიები (2 ადგილი). თემაში მიუთითეთ: Approved Program for Promoting Young Researchers (EAPPUR)
 
კონკურსში მისაღებათ გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არარეზიდენტებმა – CV  და ბინადრობის მოწმობა მისამართზე biomedicime.med@gmail.com
 
საბუთების მიღება 2017 წლის 1 მაისიდან  1ივნისამდე. პროგრმის HR კვლერკი  – ივანა გლაზკო, პროგრამის ავტორი – მანწკავა მაია
 
 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *