Monthly Archives: December 2025

გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას

ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაკა მანწკავა და ლაბორატორიის პერსონალი გულითადად გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას.
მოახლოებული ახალი წელი იქცეს ახალი იდეების, ინოვაციური კვლევების, წარმატებული პროექტებისა და მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევების დასაწყისად. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, მიზნების წარმატებით განხორციელებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

კონფერენცია„მულტიდისციპლინური რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“

ააიპ რეოლოგთა საზოგადოება ატარებს საერთაშორისო კომბინირებული ფორმატის კონფერენციას„მულტიდისციპლინური რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
ღონისძიების მიზანია რეოლოგიის სწავლა/სწავლების მიმართულებით ფუნდამენტური ცოდნის დაგროვება/გაზიარება და შედეგების გამოყენებით სფეროში დანერგვა. სპიკერების მიერ გაშუქდება რეოლოგიის, როგორც მულტიდისცილინური მეცნიერების და ინდუსტრიული დარგის აქტუალური საკითხები, წარმოდგენილი იქნება ახალი და უახლესი მიდგომები, დისკუსია წარიმართება დარგობრივიმახასიათებლების და ჩარჩო-პროგრამასთან არსებული საკითხების ირგვლივ.

კონფერენცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კლინიკური რეოლოგიის, ბიომედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის, IT ტექნოლოგიების მიმართულების მკვლევართა და ინდუსტრიული დარგისწარმომადგენელთათვი.

ორგანიზატორები

მაკა მანწკავა

ნანა მომცელიძე

გიორგი კუჭავა

მონაწილეთა საყურადღებოდ სარეგისტრაციო დეტალები იხილეთ აქ

ნაადრევი რეგისტრაცია: 2025 წლის 1 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით – ერთი პერსონის საფასური 250 ლარი

გვიანი რეგისტრაცია: 2025 წლის 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით – 700 ლარი

სარეგისტრაციო თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშ-სწორებით

მსურველთა რეგისტრაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ფოსტაზე conference@rheology.biz

ლოკაცია: 0161, ქალაქ თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, 14

ID zoom ID 772 2910 8470