Monthly Archives: June 2021

გიორგი მჭედლიშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა!

ღეს დიდი ქართველი მეცნიერის გიორგი მჭედლიშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. გიორგი მჭედლიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ მეცნიერებაში. მას პატივს სცემენ და აფასებენ ევროპაში, ამერიკაში, იაპონიაში, კანადაში. მჭედლიშვილმა  ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბერიტაშვილის სახელობის ინსტიტუტში. მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ვ. ვ. ვორონინის ხელმძღვანელობით) 1947 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1957 წელს. სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა მიკროცირკულაციისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია: სისხლის მიმოქცევის ქსელების მუშაობის კანონზომიერება (1951); მოქმედი კაპილარების გამორთვის მექანიზმი (1957).

მან პირველმა აჩვენა (1956), რომ ერითროციტების კონცენტრაცია მოცირკულირე სისხლში (ჰემატოკრიტი) ცვლილებას განიცდის სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა ნაწილშო ნორმის და პათოლოგიის დროს.

მან დაასაბუთა სისხლის ნაკადის სტრუქტურირების კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, სისხლის მიმოქცევის ნორმალური სტრუქტურის დარღვევა იწვევს მისი დენადობის დარღვევას, რაც ძალზე  მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის, ცერებრალური ინფარქტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დიაბეტის, ანთების და ა.შ.

↓