Monthly Archives: May 2017

ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი

ექიმთა საყურადღებოდ! ექიმთა ხელშემწყობი ევროპული აპრობირებული პროგრამის ფარგლებში ტარდება ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში მოხდება ექიმთა თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, გაიცემა ექიმ-რეოლოგის ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის ცენტრის საერთაშორისო სერთიფიკატი. სერთიფიკატი უზრუნველყოფს ექიმ-რეოლოგად მუშაობის უფლებას.

ტრენინგი განკუთვნილია თერაპევტების, კარდიოლოგების, ანგიოლოგების, ტრანსფუზიოლოგების, ჰემატოლოგების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, მეან-გინეკოლოგების, ენდოკრინოლოგების, ნევროლოგების, პედიატრების, ქირურგების, ორთოპედების და სხვ. სპეციალიზაციის ექიმებისთვის, აგრეთვე რეზიდენტებისათვის, დოქტორანტებისთვის, უმცროსი ექიმებისათვის.

ტრენინგის თემებია:

– კლინიკური ჰემორეოლოგია;

– ლაბორატორიული ჰემორეოლოგია;

ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამა

გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამის კონკურსი (Approved Program for Promoting Young Researchers (EAPPUR))
 
ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება, ბულგარეთის სამეცნიერო აკადემიის ბიომექანიკის ინსტიტუტი, ლისაბონის პოსტდიპლომური სწავლების ცენტრი, რეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, აახენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ერთობლივ ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი  ევროპულ აპრობირებულ პროგრამას (European Approved Program for Promoting Young Researchers).  საქართველოში პროგრამა ჰორციელდება ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების განყოფილების ბაზაზე.