Monthly Archives: March 2017

სტატიის და ჟურნალის ციტირების ინდექსის დადგენის გზამკვლევი

სამეცნიერო მიღწევები ფასდება მეცნიერთა პროდუქტიულობით, რომელიც გამოიხატება რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით, მათი სამეცნიერო სიახლით და მნიშვნელობით, რაც ციტირების ინდექსით განისაზღვრება. ამ და სხვა ინდექსაციის (ხირშის ინდექსი, SJR, SNIP), ბიბლიომეტრული პარამეტრების მეთოდები და არსი აღწერილია სამეცნიერო კვლევების ევროპული საზოგადოების მიერ გამოცემულ მასალებში.

 

 

2017 წლის ESM-EVBO-ს ერთობლივი სხდომა. 29 მაისი – 1 ივნისი, 2017, ჟენევა, შვეიცარია თანაფარდობა სისხლძარღვოვანი სიბერის, დაავადების ასაკის და პაციენტთა ასაკის შორის

მანწკავა მ., მომცელიძე ნ., გოცაძე მ.

 

ჩვენს მიერ იყო შესწავლილი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ დაავადებები და რომლებსაც აღენიშნებოდად არტერიული ჰიპერტენზია 5 წელი და 15 წელი. სულ 6 ჯგუფი. აღმოჩნდა რომ სუბიექტის ასაკი და დაავადების ასაკი მოქმედებს სისხლძარღვოვან დაბერებაზე. დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ სასხლძარღვოვან დაბერება არის რისკ-ფაქტორი ისეთი დაავადებებისა, რომლებიც კორელირებენ ადამიანის ასაკთან.

 

სისხლის რეოლოგიური ცვლილებები ინსულტის დროს კაცებში და ქალებში. ევროპის ინსულტის ორგანიზაციის კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა, 16-18 მაისი, 2017 წელს.

მანწკავა მ.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო გაკეთებულიყო ჰემორეოლოგიური ცვლილებების შედარებითი ანალიზი პათოგენეზი თავის ტვინის იშემიური ინფარქტების დროს ქალების და მამაკაციების ჯგუფებში. იშემიური ინფარქტი ვითარდებოდა რეოლოგიური თვისებების მკვეთრი გაუარესების ფონზე როგორც მამაკაცთა ჯგუფში, ისევე ქალთა ჯგუფში. 

 

 

 

ერითროციტების აგრეგაცია და ადჰეზია, მე – 13 საერთაშორისო კონფერენცია პათოლოგიაში, 26-27 ივნისი, 2017, სანდიეგო, ამერიკა

მანწკავა M.

უჯრედის ბიოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უჯრედების ადჰეზია, არამედ მათი აგრეგაციის უნარიც. ბიოლოგიური კვლევებისათვის და გამოყენებითი მედიცინისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ერითროციტების აგრეგაცია. ჩვენ კვლევაში არის გამოყენებული ე.წ.''ქართული მეთოდი''.