Monthly Archives: April 2016

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

124ძვირფასო მეცნიერებო, კოლეგებო, საიტის სტუმრებო, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. გილოცავთ! დაიცავით თქვენი საავტორო უფლებები. გისურვებთ წარმატებებს და კარგ სამეცნიერო პუბლიკაციებს.

 

 

 

გაიმართება საპილოტე პროგრამა

114რეოლოგიის საზოგადოების ხელშეწყობით გაიმართება საპილოტე პროგრამა (2016 წლის სექტემბერი-დეკემბერი). ახალგაზრდა ექიმები და მკვლევარები გაივლიან რეოლოგიის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს.

 

 

მიკროცირკულაციის კოეფიციენტის შეფასების ახალი არაინვაზიური მეთოდი

122მ.მანწკავა


ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, 0160, თბილისი, საქართველო, ლ.გოთუას ქ., 14, e-mail: mantskavamaka@rambler.ru

 

ანოტაცია. სისხლის მიმოქცევის სისტემის სადიაგნოსტიკო საშუალებაა  რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის კვლევა. საერთო არტერიული და ვენური წნევის მუდმოვობის დროს, რეზისტიული არტერიებში წნევა განპირობებულია მათი ფუნქციური მდგომარეობით. ახალი არაინვაზიური მეთოდი იყო განხორციელებული ოთხარიანი ულტრაბგერითი ხელსაწყოთი “Dop 8/4” (გერმანია). სხივის და მუხლის არტერიების სტანდარტული ისქემიის შედეგად განვითარებული პოსტისქემიური რეაქტიული ჰიპერემიის პირობებში გაზომილი სისხლის ნაკადი პასუხისმგებელია მიკროცირკულაციური ქსელის მდგომარეობაზე.

II საერთაშორისო კონგრესი რეოლოგიაში

118საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება, ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება, თურქეთში მცხოვრები ქართველ მეცნიერთა კავშირი ატარებს II საერთაშორისო კონგრესს რეოლოგიაში, 2016 წლის 15-17 ოქტომბერი, საქართველო, თბილისი, თურქეთი, ანტალია.

დაიწყო თეზისების მიღება.
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ოქტომბერი.
თეზისები გამოაგზავნეთ: biomedicine.med@gmail.com; rheology.biz@gmail.com.
 კონფერენციის მიმართულებებია:

სამუშაო ვიზიტი იტალიის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საზოგადოების სხდომაზე


1132-8 მარტს რეოლოგიის საზოგადოების და ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მანწკავა მაკა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საზოგადოების სხდომაზე.