Monthly Archives: February 2016

რადიო სივრცის სტუმარი

ა.წ. 21 თებერვალს  ჟურნალისტ ნინო დათუკიშვილის საავტორო გადაცემა  "აკადემიური სივრცის" (რადიო 1) სტუმარი იყო მაკა მანწკავა. მეცნიერმა ისაუბრა  კლინიკური რეოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიაზე, გააშუქა რეოლოგიის აქტუალური საკითხები, შეეხო პრობლემებსაც. ინტერვიუ იყო ერთნაირად საინტერესო მეცნიერთათვის, ექიმებისათვის და არამედიკოსი მსმენელებისათვის. გადაცემა მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერით და მსმენელებს ეძლეოდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9oCcxEjIWfI”]

 

მოგესალმებით!

96პატივცემულო სტუმრებო, მოხარული ვართ საიტზე თქვენი შემობრძანებით!

საიტის გვერდებზე თქვენთან ერთად  განვიხილავთ სიახლეებს რეოლოგიაში. მივესალმებით თქვენ კომენტარებს.
საიტი განკუთვნილია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისათვის.
ვიწვევთ  თანამშრომლობისათვის ახალგაზრდა ექიმებს, ფიზიოლოგებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს. საიტის ფარგლებში ჩატარდება on-line ტრენინგები და სამეცნიერო კონფერენციები.
საიტზე განთავსებულია პაციენტის on-line  გვერდი, სადაც კვალიფიციური ექიმი-რეოლოგები უპასუხებენ თქვენ შეკითხვებს.

 გისურვებთ წარმატებებს!

 

შრომების გზამკვლევი

შრომების სახეები
[su_animate type=”flipInX” delay=”1″] 103 
მონოგრაფიები[/su_animate]
[su_animate type=”flipInY” delay=”1.5″]  101

 

სტატიები[/su_animate]

[su_animate type=”flipInY” delay=”2″]  100 
რეზიუმეები[/su_animate]
[su_animate type=”flipInX” delay=”2.5″]  102 
თეზისები[/su_animate]

ევროპის კლინიკური რეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების მე-18 საერთაშორისო კონფერენცია

afishaლისაბონში წარმატებით დასრულდა ევროპის კლინიკური რეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების მე-18 საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება გადადის III რეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის საფინალო მზადების რეჟიმში. გამოგვიგზავნეთ თეზისები 2016 წლის12 ივლისის ჩათვლით. საუკეთესო სურვილებით, გელოდებით ანტალიაში.

კლინიკური ჰემოროლოგიის კონფერენცია

medisoni

ამა წლის 12 თებერვალს ქ.თბილისში  ჯანმრთელობის ცენტრ "მედისონში"  გაიმართა კლინიკური ჰემორეოლოგიის კონფერენცია. 

დამსწრე საზოგადოება გაეცნო ახალ და უახლეს ჰემორეოლოგიურ მეთოდებს, საქართველოში ჩატარებულ ჰემორეოლოგიურ პოპულაციურ კვლევების შედეგებს, შედგა რეოლოგიური ინტერნეტ-საიტის პრეზენტაცია. კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა კლინიცისტ ექიმებმა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბაკალავრებმა, მაგისტრებმა, დოქტორანტებმა, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კლინიკური რეოლოგიის აქტუალური საკითხები. (საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება, ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება).

გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოს:

[su_youtube url=”https://youtu.be/fs6rZI5CdVA”]