This is default featured post 1 title

This is default featured post 2 title

This is default featured post 3 title

This is default featured post 4 title

This is default featured post 5 title

შრომების გზამკვლევი

შრომების სახეები
[su_animate type=”flipInX” delay=”1″] 103 
მონოგრაფიები[/su_animate]
[su_animate type=”flipInY” delay=”1.5″]  101

 

სტატიები[/su_animate]

[su_animate type=”flipInY” delay=”2″]  100 
რეზიუმეები[/su_animate]
[su_animate type=”flipInX” delay=”2.5″]  102 
თეზისები[/su_animate]

BIOMED2022-ის თეზისები და ფოტომასალა

ძვირფასო ბიომედელებო, აქ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენციაზე ბიომედიცინაში BIOMED2022-ს ფარგლებში გამოქვეყნებული თეზისების კრებული
ძვირფასო ბიომედელებო,  აქ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენციაზე ბიომედიცინაში BIOMED2022-ს მსვლელობის ფოტოსურათები

ეკა ლაბაძეს წარმატება

თანამშრომლობის ფარგლებში, კლინიკურმა რეოლოგმა, დოქტორანტმა ე.ლაბაძემ განახორციელა კვლევა ლისაბონის უნივერსიტეტში (შოთა რუსთაველის მეცნიერების ეროვნული ფონდი, PHDF-21-88) პროექტის შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ აქ

გიწვევთ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენციაზე ბიომედიცინაში BIOMED2022

უფრო ვრცლად იხილეთ: https://pandemiacovid19.wixsite.com/biomed2022

ქ.თბილისში 2018 წლის 22-26 აპრილს რეოლოგთა საზოგადოების მიერ ტარდება მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია რეოლოგიაში

საორგანიზაციო კომიტეტი:

კონფერენციის ხელმძღვანელი: პროფ. მაკა მანწკავა (საქართველო);

თანახელმძღვანელი: PhD ნანა მომცელიძე (საქართველო);
კოორდინატორი: PhD სტუდენტი გიორგი კუჭავა (საქართველო);

საერთაშორისო ორგკომიტეტის ხელმძღვანელი:
პროფ. ნადია ანტონოვა (ბულგარეთი);

საერთაშორისო ორგკომიტეტი: (ფინეთი, პორტუგალია, უკრაინა რუსეთი):
აკადემიკოსი იური ნიაშინი,
პროფ. კარლოტა სალდანჰა,
პროფ. ვიქტორია ლიშნევსკაია,
PhD ვალერი ლოხოვი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
აკაკი სონღულია (საქართველო)

თემები:
თეორიული რეოლოგია;

  • საინჟინრო რეოლოგია: ინჟინერია, არქიტექტონიკა, პროგრამირება ინფორმატიკა;

  • კოსმიური რეოლოგია;

  • საკვები პროდუქტების რეოლოგია;

  • კლინიკური ჰემორეოლოგია;

  • ადამიანის და ცხოველის რეოლოგიური სტატუსი და კოაგულაციური სისტემა;

  • ფარმაკორეოლოგია;

  • ფიზიოლოგია (სხეულის ბიოლოგიური სისტემების ფუნქციონირებისა და რეგულირების კანონზომიერებანი);

  • რეოლოგიური კვლევის მეთოდები;

  • ეკონომიკა, პოლიტიკა და მენეჯმენტი რეოლოგიური კვლევების წარმართვის დროს

  • გამოყენებითი რეოლოგია

კონფერენციის ფარგლებში სპეციალური სალექციო კურსი და ტრენინგი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის ჩატარდება ქ. ახალციხეში, საქართველო

თეზისების მიღება დაწყებულია

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 1 მარტი
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
https://conferenceonrheology.wixsite.com/society-of-rheology
ან გამოგზავნეთ თეზისები ფოსტაზე
biomedicine.med@gmail.com; rheology.biz@gmail.com

მთავარი ორგანიზატორი: ააიპ რეოლოგთა საზოგადოება
თანაორგანიზატორები: სსიპ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

 

 

 

სიცოცხლის უზრუნველყოფა კრიტიკული მდგომარეობის დროს

კონფერენცია: „სიცოცხლის უზრუნველყოფა კრიტიკული მდგომარეობის დროს“ და სიმპოზიუმი „შოკის კვლევა“ ჩატარდება 19-20 ოქტომბერს 2017, მოსკოვში, რუსეთი.


ქართველი მეცნიერების მოხსენების სახელწოდებაა „ჰემორეოლოგიური პარამეტრები შოკის დროს“ (მანწკავა მ.). თეზისში აღწერილია თუ როგორ იცვლება ჰემორეოლოგიური პარამეტრები ექსპერიმენტული შოკის პირველი სტადიის დროს.

 

ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი

ექიმთა საყურადღებოდ! ექიმთა ხელშემწყობი ევროპული აპრობირებული პროგრამის ფარგლებში ტარდება ექიმთა სპეციალიზირებული ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში მოხდება ექიმთა თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, გაიცემა ექიმ-რეოლოგის ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის ცენტრის საერთაშორისო სერთიფიკატი. სერთიფიკატი უზრუნველყოფს ექიმ-რეოლოგად მუშაობის უფლებას.

ტრენინგი განკუთვნილია თერაპევტების, კარდიოლოგების, ანგიოლოგების, ტრანსფუზიოლოგების, ჰემატოლოგების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, მეან-გინეკოლოგების, ენდოკრინოლოგების, ნევროლოგების, პედიატრების, ქირურგების, ორთოპედების და სხვ. სპეციალიზაციის ექიმებისთვის, აგრეთვე რეზიდენტებისათვის, დოქტორანტებისთვის, უმცროსი ექიმებისათვის.

ტრენინგის თემებია:

– კლინიკური ჰემორეოლოგია;

– ლაბორატორიული ჰემორეოლოგია;

ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამა

გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი აპრობირებული ევროპული პროგრამის კონკურსი (Approved Program for Promoting Young Researchers (EAPPUR))
 
ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოება, ბულგარეთის სამეცნიერო აკადემიის ბიომექანიკის ინსტიტუტი, ლისაბონის პოსტდიპლომური სწავლების ცენტრი, რეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, აახენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ერთობლივ ახალგაზრდა მკვლევარების ხელშემწყობი  ევროპულ აპრობირებულ პროგრამას (European Approved Program for Promoting Young Researchers).  საქართველოში პროგრამა ჰორციელდება ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების განყოფილების ბაზაზე.
 

სტატიის და ჟურნალის ციტირების ინდექსის დადგენის გზამკვლევი

სამეცნიერო მიღწევები ფასდება მეცნიერთა პროდუქტიულობით, რომელიც გამოიხატება რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით, მათი სამეცნიერო სიახლით და მნიშვნელობით, რაც ციტირების ინდექსით განისაზღვრება. ამ და სხვა ინდექსაციის (ხირშის ინდექსი, SJR, SNIP), ბიბლიომეტრული პარამეტრების მეთოდები და არსი აღწერილია სამეცნიერო კვლევების ევროპული საზოგადოების მიერ გამოცემულ მასალებში.

 

 

საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს საქართველოს საბროკერო ღონისძიებაზე

საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს საქართველოს საბროკერო ღონისძიებაზე R & D & I საშუამავლო ღონისძიება, H2020, 2-3 მარტიi, 2017 დუსელდორფი, გერმანია.

ჩვენი გამგზავრების მიზანია მოვიძიოთ ცალკეული პირები და კომპანიები, რომლებიც გაგვიწევენ პარტნიორობას და რომელთა ინტერესის სფეროა ფუნდამენტური მეცნიერება, პრაქტიკული მედიცინა, ფარმაკოლოგია, ჯანდაცვის მენეჯმენტი. 

 

გამოიცა ელექტრონულ-ბეჭდვითი პერიოდული რეცენზირებადი ჟურნალი “SCI-ARTICLES”

გამოიცა ელექტრონულ-ბეჭდვითი პერიოდული რეცენზირებადი ჟურნალის "SCI-ARTICLES", სპეციალური გამოშვება, რომელშიც განთავსდა რეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის მასალები და პრობლემას მიძღვნილი მიმოხილვითი და ორიგინალური სამეცნიერო სტატიები.

ჟურნალის გასაცნობად და წასაკითხად დააჭირეთ ლინკს:

ჟურნალი "SCI-ARTICLES"

სასურველ ფორმატში წასაკითხად იხმარეთ ღილაკები  "პლუსი" და  "მინუსი".