რეოლოგთა საზოგადოების შესახებ, ჩვენი მისია და სტრატეგიული განვითარება

რეოლოგთა საზოგადოების მთავარი მისიაა რეოლოგიის დარგის განვითარება 21-ე საუკუნეში, ახალი ინოვაციური კვლევების მეშვეობით, რაც გახსნის წინსვლის ახალ სპექტრს როგორც რეოლოგთა ახალი თაობებისთვის, ასევე ბიოსამდიცინო დარგის და ბიზნეს-ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

რეოლოგთა საზოგადოებაში აგრეთვე ერთიანდებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც, რომელთა ცოდნაც მიმართულია რეოლოგიური კანონზომიერებების ფარგლებში, კომპლექსური პრობლემების გადაჭრაზე.

ჩვენ მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს და დასკვნებს, ვავრცელებთ  ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, რისი მეშვეობითაც გავხდით პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკვაშირებს  სხვადასხვა სეგმენტის მეცნიერებს, მკვლევარებს, სტუდენტებს.

კვლევის მიმართულება

ჩვენ მუდმივად ვითვისებთ ახალ მსოფლიო ტენდენციებს ცოდნის, განვითარების, ტექნოლოგიების დარგში, რომ ვიყოთ ნოვატორები კვლევის და სწავლების სფეროში.

სწავლების მიმართულება

ჩვენი ერთ-ერთი ნაწილი არის რეოლოგთა სკოლა, სადაც დიდი აქცენტი კეთდება ახალგაზრდებისა და სტუდენტების განათლებაზე. ჩვენს კლასებს უძღვებიან თავიანთი დარგის წამყვანი პრაქტიკოსები, რათა უზრუნველყოფილ იყოს სტუდენტთა მიერ საჭირო ცოდნითი და სამუშაო უნარების გამომუშავება, სადოქტორო ნაშრომის მოსამზადებლად და შესაბამისი სამუშაოს მოსაძებნად.

რეოლოგიის დარგის მომავალი წევრების მომზადების ეტაპი

ჩვენ ვართ ლიდერი, რომელიც ამზადებს რეოლოგთა საზოგადოების მომავალ წევრებს კარიერისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და სამეცნიერო სფეროებში, რომელიც მოემსახურება საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ კვლევის უნარების მზადყოფნაზე, რათა საზოგადოების ყველა წევრი შეძლებს გახდეს წარმატებული, კომპეტენტური და თავდაჯერებული პრაქტიკოსი.

საზოგადოებაზე ორიენტირებული სამსახური

ჩვენი მისიაა აღვზარდოთ პროფესიონალი-რეოლოგები, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარებით, რათა საბლოოდ მათ მიერ მოხდეს რეოლოგიის შემდგომი განვითარება, ფიზიკის, ქიმიის, ბიომედიცინის, ტექნოლოგიისა და კლინიკის პრაქტიკის ჭრილში.

გლობალური პერსპექტივა

ჩვენი მისიაა გლობალური კავშირების დამყარება რეოლოგიის მიმართულებით, კვლევისა და განათლების სფეროში. აქ ძირითადად მოიაზრება საერთაშორისო დონის მკვლევარები და ბიზნეს პარტნიორები, რომელთან თანამშრომლობით შევქმნით ახალ სასწავლო გარემოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით.

რეოლოგთა საზოგადოება თავისი სტრუქტურით წარმოადგენს არაკომერციული ტიპის ორგანიზაციას, რომლის წესდების მიხედვით მის ძირითად მისიას,  წარმოადგენს: კვლევა, განათლება, ახალი მიდგომების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ახალგაზრდების მხარდაჭერა. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მოგებაზე, ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალი ხარისხის კვლევებზე და რეოლოგიის პოლარიზაციაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაოს მიზნების მისაღწევად რეოლოგთა საზოგადოების მუშაობა დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად. რეოლოგთა საზოგადოება მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებსა და განყოფილებებს.

რეოლოგთა საზოგადოების საქმიანობის განმახორციელებლები:
უმაღლესი მულტიდისციპლინურერი სამეცნიერო სკოლა
ექსპერიმენტული რეოლოგიის ლაბორატორია
კლინიკური რეოლოგიის ლაბორატორია
ინოვაციებისა და IT ტექნოლოგიების დეპარტამენტი
რეოლოგიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი
საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი
მართვის, ეკონომიკის და სტრატეგიის დეპარტამენტი
იდეების აქსელრატორი და ინკუბატორი