Tag Archives: შეფასება

მიკროცირკულაციის დამრღვევი ძირითადი ფაქტორების შეფასება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს

61 მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
გ. მჭედლიშვილი, ნ. ფარღალავა.

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
ბოხუას სახელობის ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მიკროცირკულაციის ძირითადი მახასიათებლების და სავარაუდოდ, ქსოვილთა სისხლით მომარაგების დარღვევის გამომწვევი ფაქტორების ცვლილებების შედარებითი ანალიზი. კერძოდ, რეზისტიული არტერიების კონსტრუქციის და ჰემორეოლოგიური დარღვევების შეფასება II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. პირდაპირი, რაოდენობრივი და მაღალ მგრძნობიარე მეთოდების გამოყენებით ჩვენს მიერ დადგინდა, რომ ინსულინი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს დიაბეტის პირობებში დაზიანებულ მიკროცირკულაციის სისტემაში. მაშინ როდესაც ამგვარი დარღვევები მკვეთრად გამოხატულია გაძლიერბული აგრეგაციის გამო, მაგ დიაბეტური განგრენის ფონზე, ინსულინის ზემოქმედება საკმარისი აღარაა. რაც შეეხება არტერიოლების მომატებულ ტონუსს დიაბეტის დროს, მისი მონაწილეობა ამ დაავადების პათოგენეზში და მიკროცირკულაციის დარღვევების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოა.

[su_animate type=”fadeInLeftBig”]

აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

თრომბოციტების რაოდენობის შეფასება სტრესინდუცირებული აპნოეს დროს

33მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე.

 

 

 

 

[su_animate type=”slideInRight”]მითითებული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate] 

 

ადამიანის რეზინსტენტული არტერიის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება

52გ.  მჭედლიშვილი, მ. მანწკავა,
თ. ურდულაშვილი.


 

აღსანიშნავია, რომ რეზისტიული არტერიები თამაშობენ წამყვან როლს ფიზიოლოგიური პარამეტრების რეგულაციაში სისხლის მიმოქცევის სისტემა. შემოთავაზებულია ადამიანის რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად  ახალი არაინვაზიური მეთოდი. მეთოდი ეფუძნება პოსტისქემიური ჰიპერემიის შედეგად წარმოშობილი სისხლის ნაკადის და ფონური სისხლის ნაკადის შეფარდების გამოთვლას. სისხლის ნაკადის სიჩქარის გაზომვა ხდებოდა რადიალურ არტერიაში დოპლერის ეფექტზე მომუშავე აპარატით. ეს მაჩვენებელი იყო შესწავლილი სხვადასხვა დაავადებების  დროს (რეინოს ფენომენი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, და ა.შ.).

[su_animate type=”lightSpeedIn”]

აღნიშნული თეზისების გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას "ენის შერჩევის" საიტის მარჯვენა ზედა მხარეს განყოფილებაში.[/su_animate]