Tag Archives: სტატუსი

სისხლის ჰემორეოლოგიური სტატუსი არტერიული ჰიპერტენზიის დროს

55მ.  მანწკავა, ნ. მომცელიძე.

 

მიკროცირკულაცია სისხლის მიმოქცევის ძალზე მნიშვნელოვანი განყოფილებაა. იგი უზრუნველყოფს ორგანოების და ქსოვილების სისხლით ადექვატურ მომარაგებას. სისხლის რეოლოგიის და მიკროცირკულაციის ერთდროული გამოკვლევა წარმოადგენს ბიომედიცინის უახლეს მიდგომას დაავადებების პათოგენეზის და ეტიოლოგის შესასწავლად. არ არსებობს პათოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდეს ჰემორეოლოგიური დარღვევების გარეშე.

წიგნში განთავსებული კვლევები, მონაცემები, დასკვნები აღწერენ  რეოლოგიური თვისებების შესწავლის აუცილებლობას არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს.

[su_animate type=”lightSpeedIn”]აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი ობსტრუქციული აპნოეს დროს

60მ. მანწკავა, გ. აზიკური,
ნ. მომცელიძე, ნ. მითაგვარია.

 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

აპნოე არ არის დამოუკიდებელი ნოზოლოგია. იგი აზიანებს ორგანიზმის მრავალ სისტემას. ჩვენი კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ ობსტრუქციული აპნოეთი დაავადებული პაციენტები (n=44) (საშუალო ასაკი 45.4±5) და საკონტროლო ჯგუფი: ჯანმრთელი სუბიექტები (n=20), საშუალო ასაკით 36.3±5. ყველა პაციენტს ჩაუტარდა სრული რეოლოგიური გამოკვლევა (ერითროციტების აგრეგადობა, ერითროციტების დეფორმადობა, პლაზმის სიბლანტე და ჰემატოკრიტი), რომელიც პაციენტებში სრულფასოვნად ადგენს რეოლოგიურ სტატუსს. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი არის 42.7±7.2, ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი – 2.23±0.06, სისხლის პლაზმის სიბლანტის მნიშვნელობაა – 1.27±0.03 და ჰემატოკრიტი ტოლია 39±5. [su_animate type=”bounceInDown”]

იგივე პარამეტრების განაწილება საკონტროლო ჯგუფში შემდეგია: ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი – 25.0±3.0, ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი – 2.23±0.02, სისხლის პლაზმის სიბლანტე – 1.25±0.02 (სანტიპუაზი), ჰემატოკრიტი – 45±3. [/su_animate]

მიკროცირკულაცია, სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ასაკობრივი ცვლილებები

14მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა მართვის სამედიცინო ცენტრის უწყებანი, №5, 2015 გერონტოლოგების I ევრაზიული ყრილობის მასალები გვ.173-178.    
УДК 612.013.1
УДК 612.135

ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა რეოლოგიური სტატუსის შესწავლა. რეოლოგიური სტატუსი აერთიანებს სისხლის რეოლოგიურ თავისებურებანს და პასუხისმგებელია ადექვატურ მიკროცირკულაციაზე. რეოლოგიური ცვლილებები წარმოადგენენ რისკ ფაქტორს ისეთი დაავადებების დროს, რომელთა გავრცელების სიხშირე კორელირებს ადამიანის ასაკთან. ორი რისკ ფაქტორის არსებობის შედეგად დაავადების წარმოქმნა არაკონტროლირებადად იზრდება. ამიტომ გერონტოლოგიურ კვლევებში აუცილებლობას წარმოადგენს რეოლოგიური სტატუსის მონიტორინგი.

[su_animate type=”fadeInLeft”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

სისხლის ჰემოროლოგიური სტატუსი

12მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერგის აკადემიის გამომცემლობა (ISBN 978-3-659-66111-2) 2014. www.lap-publishing.com.

 

 

 

[su_animate type=”fadeInUp”]

ღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას "ენის შერჩევის" საიტის მარჯვენა ზედა მხარეს. განყოფილებაში. [/su_animate] 

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს

9მანწკავა მ., მომცელიძე ნ.


ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრი. თბილისი.

 

 


 

[su_animate type=”tada”]

  აღნიშნული თეზისების გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში. [/su_animate]

 

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის არ მქონე 11-13 წლის ბავშვებში ჰემორეოლოგიური სტატუსი პაროდონტიტის დროს

11ერიაშვილი ს., დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტი. თბილისი.

მანწკავა მ. ასოცირებული პროფესორი, ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. თბილისი.

მომცემლიძე ნ., ასოცირებული პროფესორი, ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. თბილისი.

ნიკოლაიშვილი მ., ასოცირებული პროფესორი, ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. თბილისი.

ტუპინაშვილი თ., დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტი. თბილისი.

თამასიძე ნ., დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტი. თბილისი.
 

სტატიაში წარმოდგენილია მასალა თუ როგორ იცვლება ჰემორეოლოგიური სტატუსი ბავშვებში ფარისებრი ჯირკვილს დისფუნქციის, პაროდონტიტის და ფარისებრი ჯირკვლის და პარადონტიტის პარალელური განვითარების პირობებში. რეოლოგიური სტატუსი იყო შეფასებული ერითროციტების აგრეგადობის მაგალითზე. ჩვენ გამოვიკვლიეთ 11-15 წლის 75 პაციენტი (30 გოგონა და 45 ვაჟი). მონაცემების თანახმად აღმოჩნდა, რომ პერიდონტიტის დროს რეოლოგიური თვისებები კონტროლთან შედარებით არ არის მოწესრიგებული (დაზიანდა 15%).

რეოლოგიური თვისებები ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს კიდევ უფრო მოუწესრიგებელია  (დაზიანება 30%) კონტროლთან შედარების. რეოლოგიური თვალსაზრისით ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ეს ორი პათოლოგია პარალელურად, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდებოდა. სავარაუდოა, რომ პაროდონტიტის განვითარებას ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებები.

[su_animate type=”wobble”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ყურძნის წიპწის ზეთის ეფექტი პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებში

58მ. გაგუა, მ. მანწკავა,
ნ. მომცელიძე, ნ. თამასიძე,
მ. ნიკოლაიშვილი, ტ. ტუპინაშვილი,
ს. ზენაიშვილი.

 

ბერიტაშვილის ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ცენტრი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი


ბოლო 20 წლის განმავლობაში დამტკიცებული იქნა, რომ ენდოთელიუმი სრულიადაც არ არის პასიური ბარიერი ორგანოებსა და ქსოვილებს შორის, არამედ აქტიური ორგანოა, რომლის დისფუნქცია პრაქტიკულად ყველა გულსისხლძარღვთა დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული უკმარისობის აუცილებელ კომპონენტს წამოადგენს, აგრეთვე მონაწილეობს ანთებით რეაქციებში, აუტოიმუნურ პროცესებში, დიაბეტის, თრომბოზის, სეფსის დროს და სხვ (7,10,11).

[su_animate type=”slideInRight”]

სისხლძარღვის ტონუსის რეგულაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. ენდოთელიურ ფაქტორებს (6) ენდოთელიუმი უზრუნველყოფს სისხლის კოაგუაციის/ანტიკოაგულაციის რეგულირებას, ანგიოგენეზს და სისხლძარღვთა ვაზოდილატაციას და ვაზოკონსტრიქციას. სისხლძარღვთა ფუნქციური ცვალებადობა კი მთლიანობაში მიკროცირკულაციის ადექვატურობაზეა დამოკიდებული, რომლიც ხასიათდება რეოლოგიური სტატუსით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია რეოლოგიური თვისებების მონიტორინგი სხვადასხვა  დაავადების დროს, როგორც ფუნდამენტური კვლევების თვალსაზრისით, ასევე გამოყენებითი ბიომედიცინის კუთხით (7).[/su_animate]