Tag Archives: სისხლის

ბემიპარინის დადებითი ეფექტი სისხლის ნაკადის მიმართ

71მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
ლ. დავლიანიძე, თ. ურდულაშვილი.

 


კოაგულაცია და ჰემორეოლოგია თამაშობს წამყვან როლს სისხლის მიმოქცევაში და უზრუნველყოფს მის ტროპიკულ ფუნქციას. თანამედროვე კონცეფციით შეუძლებელია  ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა, თუ სისხლის კოაგულაციური და რეოლოგიური თვისებები არ არის ნორმის ფარგლებში. ფათფიზიოლოგიური პროცესების განვითარების დროს კოაგულაციას და ჰემორეოლოგიას აკისრია კომპენსატორული როლი, რომელიც მიზნად ისახავს მიკროცირკულაციას ადეკვატურობის ჩამოყალიბებას და  შედეგად ტროპიკული თვისებების გამოსწორებას. ჩვენ ჩავატარეთ in vivo და in vitro ექსპერიმენტები და აღმოჩნდა, რომ ბემიპარინს აქვს დადებითი გავლენა არა მხოლოდ სისხლის შედედების სისტემაზე, არამედ სისხლის რეოლოგიურ თვისებებზეც.

[su_animate type=”rotateInDownLeft”]აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .[/su_animate]

 

ინსულინის დადებითი ეფექტი მისი უშუალო ზემოქმედების დროს რეოლოგიურ დარღვევებზე მიკროცირკულაციაში

66აია მანწკავა, ნუგზარ ფარღალავა,  გიორგი მჭედლიშვილი.

 

ჩატარდა კლინიკური და ლაბორატორული კვლევები  in vivo და in vitro სისტემებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ( II ტიპის შაქრიანი დიაბეტი,  n=42) იყო გამოკვლეული ერითროციტების აგრეგადობა, აგრეთვე იყო ჩატარებული დიაბეტიანი პაციენტების სისხლის სინჯებში (n=24) და ჯანმრთელი ადამიანების სისხლი სინჯებში (n=20) in vitro ცდები, რომლის დროს სინჯარებში იყო დამატებული ინსულინი. აღმოჩნდა, რომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს აგრეგადობა კონტროლთან შედარებით მომატებული ჰქონდა. ხოლო დიაბეტური სისხლის და ჯანმრთელი ადამიანების სისხლის სინჯებში ინსულინის დამატების შემდეგ, აგრეგადობამ დაიწია.

[su_animate type=”slideInDown”]

აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

სისხლის ჰემორეოლოგიური სტატუსი არტერიული ჰიპერტენზიის დროს

55მ.  მანწკავა, ნ. მომცელიძე.

 

მიკროცირკულაცია სისხლის მიმოქცევის ძალზე მნიშვნელოვანი განყოფილებაა. იგი უზრუნველყოფს ორგანოების და ქსოვილების სისხლით ადექვატურ მომარაგებას. სისხლის რეოლოგიის და მიკროცირკულაციის ერთდროული გამოკვლევა წარმოადგენს ბიომედიცინის უახლეს მიდგომას დაავადებების პათოგენეზის და ეტიოლოგის შესასწავლად. არ არსებობს პათოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდეს ჰემორეოლოგიური დარღვევების გარეშე.

წიგნში განთავსებული კვლევები, მონაცემები, დასკვნები აღწერენ  რეოლოგიური თვისებების შესწავლის აუცილებლობას არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს.

[su_animate type=”lightSpeedIn”]აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

ბემიპარინის დადებითი ეფექტის ექსპერიმენტული შესწავლა სისხლის ნაკადზე (კვლევის დიზაინი)

98მანწკავა მ., მომცელიძე ნ., დავლიანიძე ლ.


წინამდებარე დიზაინში წარმოდგენილია კვლევების ნუსხა, ლიტერატურული აღწერილობა, მენეჯმენტი, ცდების შესრულების გეგმა, ჩვენთ ხელთ არსებული ინტელექტუალური საკუთრება. ამ დიზაინის შესრულება ნათელს მოჰფენს ბემიპარინს, როგორც ანტიკოაგულაციური პრეპარატის ზემოქმედებას სისხლის ნაკადზე, ანუ თუ როგორ მოქმედებს ბემიპარინის ხსნარი სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე ექსპერიმენტში.
 

[su_animate type=”slideInRight”]

აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .[/su_animate]

 

სისხლის რეოლოგიური სტატუსი ობსტრუქციული აპნოეს დროს

60მ. მანწკავა, გ. აზიკური,
ნ. მომცელიძე, ნ. მითაგვარია.

 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

აპნოე არ არის დამოუკიდებელი ნოზოლოგია. იგი აზიანებს ორგანიზმის მრავალ სისტემას. ჩვენი კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ ობსტრუქციული აპნოეთი დაავადებული პაციენტები (n=44) (საშუალო ასაკი 45.4±5) და საკონტროლო ჯგუფი: ჯანმრთელი სუბიექტები (n=20), საშუალო ასაკით 36.3±5. ყველა პაციენტს ჩაუტარდა სრული რეოლოგიური გამოკვლევა (ერითროციტების აგრეგადობა, ერითროციტების დეფორმადობა, პლაზმის სიბლანტე და ჰემატოკრიტი), რომელიც პაციენტებში სრულფასოვნად ადგენს რეოლოგიურ სტატუსს. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი არის 42.7±7.2, ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი – 2.23±0.06, სისხლის პლაზმის სიბლანტის მნიშვნელობაა – 1.27±0.03 და ჰემატოკრიტი ტოლია 39±5. [su_animate type=”bounceInDown”]

იგივე პარამეტრების განაწილება საკონტროლო ჯგუფში შემდეგია: ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი – 25.0±3.0, ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი – 2.23±0.02, სისხლის პლაზმის სიბლანტე – 1.25±0.02 (სანტიპუაზი), ჰემატოკრიტი – 45±3. [/su_animate]

სისხლდენის დროს სისხლის რეოლოგიური თვისებები (ექსპერიმენტული გამოკვლევა)

69მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
ლ. დავლიანიძე.


 

ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული  ბიომედიცინის ცენტრი, თბილისი, გოთუას ქ.14.

სისხლდენები არის რთული პათოლოგიური პროცესში ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით. სისხლდენების დროს მნიშვნელოვნად ირღვევა სისხლის რეოლოგია და იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებისას და განვითარებისას. კვლევის მიზანი იყო რეოლოგიურ თვისებების სრულყოფილი გამოკვლევა სხვადასხვა სტადიების ექსპერიმენტული სისხლდენების დროს. ქონების და დეფორმირებადი სისხლის წითელი უჯრედების, პლაზმის სიბლანტის, ჰემატოკრიტი.

აღმოჩნდა, რომ ერითროციტების აგრეგადობა იზრდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად :10, 25, 44%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), ერითროციტების დეფორმადობა მცირდებოდა კონტროლთან შედარებით შოკის სტადიების სიმძიმესთან ერთად: 12, 13 და 15%-ით (I სტადია, II სტადია, III სტადია), სიბლანტის ცვლილებები არ იყო სარწმუნო არც ქვეჯგუფებში და არც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ჰემატოკრიტის მატებაც არ იყო სარწმუნო. მონაცემებზე დაყრდნობით პრაქტიკული რეკომენდაცია შედგემა იმაში, რომ სისხლდენების დროს მიზანშეწონილია რეოლოგიური თვისებების კომპლექსური გამოკვლევა, თუმცა ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატულია ერითროციტის აგრეგადობის გამოკვლევა.

[su_animate type=”rotateIn”]აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური და რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ან რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .[/su_animate]

 

კითხვა-პასუხი

64ა განსაზღვრავს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს?

სისხლის ჰემორეოლოგიური პარამეტრები განსაზღვრავს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
 

რა განსაზღვრავს ჰემორეოლოგიურ სტატუსს?
[su_spoiler title=”პასუხი”]1. ადგილობრივი ჰემატოკრიტი,
2. სისხლის პლაზმის სიბლანტე,
3.ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი,
4. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი. ამ პარამეტრების ერთობლიობა ასახავს ჰემორეოლოგიურ სტატუსს.[/su_spoiler]

სტრესი – მიზეზი და შედეგი ჰემორეოლოგიური დარღვევებისა

15

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერტის აკადემია. გამოცემულია ISBN 978-3-659-66518-9), 
2014 www.lap-publishing.com  – 77 გვ.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის სხვადასხვა  რეოლოგიური ასპექტი. სისხლდენების დროს განვითარებული ჰემორაგიული შოკი არის მძლავრი სტრესი ორგანიზმისათვის. სტრესული რეაქციების გავრცელება ხასიათდება მაკრო და მიკრო სისხლის მიმოქცევაში მრავალი თავისებურებანით. სისხლის მიმოქცევის კრიზისი გამოიხატება სტრესული სიტუაციების დროს ჰემორეოლოგიური ფუნქციების დარღვევაში, და ვითარდება შოკური სიტუაციის შედეგად. ჩვენ პირველად გავაერთიანეთ ეს ორი პრობლემა. არსებობს ადაპტაციური ენერგიის განხარჯვის მაქსიმალური სიჩქარე, და ამ მაქსიმუმზე ორგანიზმი ვეღარ ერება დამათებით სტიმულს. ამ დროს ყალიბდება ადაპტაციური  სნეულებანი და სტრესის ფონზე დაავადება. წიგნში განხილულია რეინოს დაავადება ადაპტაციური სნეულების და სტრესის მესამე რანგის დაავადების ჭრილში: სიცივი და ემოციური სტრესის ორმაგი გავლენა – ფიზიკური და ფსიქიური ზეგავლენა .

აპნეას არ არის დამოუკიდებელი დაავადება. სტრესი, რომელიც  წარმოადგენს დაავადების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზესს, აძლიერებს ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობას. ჩვენ პირველად შევიმუშავეთ აპნეას დიაგნოსტიკის მარკერი-ტრომბოციტური შემადგენლობა.

წიგნში წამოდგენილ მონაცემებს გააჩნიათ პრაქტიკული ღირებულება.

 

[su_animate type=”flipInY”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში.  დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის"  განყოფილებაში. [/su_animate]

 

მიკროცირკულაცია, სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ასაკობრივი ცვლილებები

14მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა მართვის სამედიცინო ცენტრის უწყებანი, №5, 2015 გერონტოლოგების I ევრაზიული ყრილობის მასალები გვ.173-178.    
УДК 612.013.1
УДК 612.135

ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა რეოლოგიური სტატუსის შესწავლა. რეოლოგიური სტატუსი აერთიანებს სისხლის რეოლოგიურ თავისებურებანს და პასუხისმგებელია ადექვატურ მიკროცირკულაციაზე. რეოლოგიური ცვლილებები წარმოადგენენ რისკ ფაქტორს ისეთი დაავადებების დროს, რომელთა გავრცელების სიხშირე კორელირებს ადამიანის ასაკთან. ორი რისკ ფაქტორის არსებობის შედეგად დაავადების წარმოქმნა არაკონტროლირებადად იზრდება. ამიტომ გერონტოლოგიურ კვლევებში აუცილებლობას წარმოადგენს რეოლოგიური სტატუსის მონიტორინგი.

[su_animate type=”fadeInLeft”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

სისხლის ჰემოროლოგიური სტატუსი

12მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერგის აკადემიის გამომცემლობა (ISBN 978-3-659-66111-2) 2014. www.lap-publishing.com.

 

 

 

[su_animate type=”fadeInUp”]

ღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას "ენის შერჩევის" საიტის მარჯვენა ზედა მხარეს. განყოფილებაში. [/su_animate]