Tag Archives: დაავადების

ფარისებრი ჯირკვალი და პაროდონტიტი

16მანწკავა მ.


თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციური დაავადებულთა ადამიანთა რაოდენობა. ტერიტორიულად დაავადების განაწილება გადის ევრაზიის და იოდოდეფიციტის ტერიტორიების საზღვრებიდან.აუცილებელია ყურადღების მიქცევა (11-15 წლის) მოზარდების პოპულაციაზე, რადგან ეპიდემიოლოგიურად ამ კონტიგენტის  5 % პროცენტს აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ამ ასაკს ემთხვევა პირველი და მეორე პაროდონტიტის სტადიების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა.  პოპულაციურმა ჰემორეოლოგიურმა კვლევამ გვაჩვენა, რომ პაროდონტიტის დროს კონტროლთან შედარებით ჰემორეოლოგიური სტატუსი იცვლება 15%,  ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით დაავადებულთა ჯგუფში იცვლება 30%. თუ მოზარდებს აღენიშნებოდათ პაროდონტიტი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს, მათი რეოლოგიური სტატუსი ცვალებადობა კიდევ უფრო მკაფიო იყო. წიგნში ვრცლად არის აღწერილი თუ როგორ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია პარადონტიტის ჩამოყალიბებაზე.

[su_animate type=”slideInDown”]

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

ჰემორეოლოგიური, მიკროვაკულარული და ჰემოდინამიკური დარღვევები იშემიური დაავადების დროს

57რდულაშვილი თ., მომცელიძე ნ.,
მანწკავა მ., ნარსია ნ.,
მჭედლიშვილი გ.


 

ჰემორეოლოგიური დარღვევების მნიშვნელობა მწვავე სისხლძარღვოვანი სინდრომების წარმოქმნაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ მათი როლი ქრონიკული იშემიური დაავადების წარმოქმნაში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ჩვენ ნაშრომში განვიხილეთ რეოლოგიური სისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური ფაქტორს როლი კორონარული გულის დაავადების წარმოქმნაში.

აღმოჩნდა, რომ რეოლოგიური დარღვევები ვლინდება დაავადების ადრეულ ეტაპზე ვიდრე იქნება შენიშნული მათი ფუნქციური გამოვლინება. ყველაზე გამოხატულია ჰემორეოლოგიური დარღვევები არასტაბილური სტენოკარდიის და გულის უკმარისობის დროს. ჩვენ დავასკვენით, რომ სისხლის რეოლოგიური დარღვევები წარმოადგენს  მნიშვნელოვან ფაქტორს კორონარული დაავადების პათოგენეზში.

[su_animate type=”swing”]

აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .[/su_animate]

 

ჰემორეოლოგიური დარღვევები და არტერიოლების წინაღობა გულის იშემიური დაავადების დროს

68თ.  ურდულაშვილი,  ნ. მომცელიძე,
მ. მანწკავა, ნ. ნარსია,
გ. მჭედლიშვილი.


 

ჰემორეოლოგიური ცვლილებები, სავარაუდოდ, აქტიურად მონაწილეობენ გულის იშემიური დაავადების ჩამოყალიბებაში. მაგრამ ეს ფაქტი სათანადო არ არის ჯერ შესწავლილი. ჩვენ გამოვიკვლიეთ მიკროცირკულაციის დარღვევის თავლსაზრისით ყველაზე მინიშვნელოვანი ფაქტორი. ეს არის ერითროციტების აგრეგადობა. ზოგ პაციენტებში აგრეგადობასთან ერთოდ ვიკვლევდით ხელის რეზისტიული არტერიების წინაღობას. აღმოჩნდა, რომ აგრეგადობა კონტროლთან შედარებით ორჯერ იზრდებოდა და მომატება კორელირდებოდა დაავადების სიმძიმესთან, ხოლო რეზისტენტობა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტს (მხოლოდ 45 %). ჩვენ დავასკვენით, რომ ჰემორეოლოგიური დარღვევები თამაშობს წამყვან როლს გულსისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზში.

[su_animate type=”fadeInUp”]აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .[/su_animate]

 

ჰემორეოლოგიური, მიკროსისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური დარღვევები გულის იშემიური დაავადების დროს

21ურდულაშვილი თ., მომცელიძე ნ.,
მანწკავა მ., ნარსია ნ.,
მჭედლიშვილი გ.

 

 

 

 

[su_animate type=”tada”]

მითითებული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]

 

ჰემორეოლოგიური ცვლილებები და არტერიოლების რეზისტენტობა გულის იშემიური დაავადების დროს

26თ. ურდულაშვილი, ნ. მომცელიძე,
მ. მანწკავა, ნ. ნარსია,
გ. მჭედლიშვილი.

 


 

 


 

[su_animate type=”slideInRight”]

მითითებული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში. [/su_animate] 

 

სხვადასხვა სტრესორების როლი რეინოს დაავადების წამოწყების (ჩართვის) მექანიზმში (ჰემორეოლოგიური და სისხლძარღვთა რეაქციები)

74მანწკავა მ., მომცელიძე ნ.,
ფარღალავა ნ.


 

სტრესის წარმოქმნას  და გავრცელებას უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემა.

სისხლის მიმოქცევის ადეკვატურობა ერთის მხრივ დამოკიდებულია ჰემორეოლოგიურ და მეორე მხრივ  სისხლძარღვოვან მექანიზმებზე.  მათი თვისებებიs ცვალებადობა არის საფუძველი  სტრესის სტადიების გაზრდისა. ყველა ცვლილებას და გადაადგილებას  ბიოფიზიკური თვალსაზრისით გააჩნია ადაპტაციური ენერგიის გახარჯვის მექანიზმი. ეს ენერგია არის შეზღუდული რაოდენობის. და ადაპტაციური ენერგიის განლევის  დროს პატარა სიმძლავრის სტრესორიც კი იწვევს პათოლოგიური მდგომარეობის ჩამოყალიბებას.

ამგვარად, ვითარდება სტრესინდუცირებული დაავადებები და სინდრომები. სტრესსინდუცირებული დაავადების ჭრილში განვიხილეთ რეინოს დაავადება. გამოვიკვლიეთ ჰემორეოლოგიური და სისხლძარღვოვანი რეაქციები. სტატიაში აღწერილი თუ რა ზემოქმედება გააჩნია სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესორებს რეინოს დაავადების ჩამოყალიბებაში.

[su_animate type=”slideInRight”]აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.[/su_animate]