სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ყურძნის წიპწის ზეთის ეფექტი პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებში

58მ. გაგუა, მ. მანწკავა,
ნ. მომცელიძე, ნ. თამასიძე,
მ. ნიკოლაიშვილი, ტ. ტუპინაშვილი,
ს. ზენაიშვილი.

 

ბერიტაშვილის ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ცენტრი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი


ბოლო 20 წლის განმავლობაში დამტკიცებული იქნა, რომ ენდოთელიუმი სრულიადაც არ არის პასიური ბარიერი ორგანოებსა და ქსოვილებს შორის, არამედ აქტიური ორგანოა, რომლის დისფუნქცია პრაქტიკულად ყველა გულსისხლძარღვთა დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული უკმარისობის აუცილებელ კომპონენტს წამოადგენს, აგრეთვე მონაწილეობს ანთებით რეაქციებში, აუტოიმუნურ პროცესებში, დიაბეტის, თრომბოზის, სეფსის დროს და სხვ (7,10,11).

[su_animate type=”slideInRight”]

სისხლძარღვის ტონუსის რეგულაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. ენდოთელიურ ფაქტორებს (6) ენდოთელიუმი უზრუნველყოფს სისხლის კოაგუაციის/ანტიკოაგულაციის რეგულირებას, ანგიოგენეზს და სისხლძარღვთა ვაზოდილატაციას და ვაზოკონსტრიქციას. სისხლძარღვთა ფუნქციური ცვალებადობა კი მთლიანობაში მიკროცირკულაციის ადექვატურობაზეა დამოკიდებული, რომლიც ხასიათდება რეოლოგიური სტატუსით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია რეოლოგიური თვისებების მონიტორინგი სხვადასხვა  დაავადების დროს, როგორც ფუნდამენტური კვლევების თვალსაზრისით, ასევე გამოყენებითი ბიომედიცინის კუთხით (7).[/su_animate]

პაციენტებში პაროდონტიტის განვითარების პროცესებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა,  ვინაიდან ეს დაავადება მიაკუთვნეს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს. არსებობს მონაცემები, რომ პაროდონტიტის განვითარება ასოცირდება დიდი კალიბრის არტერიის მნიშვნელოვან ათელოსკლეროტულ დარღვევებთან. აქედან გამომდინარე თემა აქტუალურია და ძალზედ მნიშვნელოვანი, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა პაროდონტიტით დაავადებული პაციენტებში სისხლის რეოლოგიური კომპონენტები და ყურძნის წიპწის დადებითი მოქმედება პაროდონტიტის დროს განვითარებულ ანთებით პროცესებზე.

 

მასალა და მეთოდები  

[su_spoiler title=”გაიშალოს”]

კვლევაში მონაწეილეობდენ პაროდონტიტით დაავადებული სუბიექტები (n=50, საშუალო ასაკი 36±) და საკონტროლო ჯგუფი (n=10 მოხალისე, საშუალო ასაკი 35±). 5 მოხალისეს საკონტროლო ჯგუფიდან აპლიკაციის გარეშე და 5 საკონტროლო აპლიკაციით. 20 პაროდონტიტის მე-2 ხარისხის სიმძიმის მქონე პაციენტები და 20 პაციენტი ყურძნის წიწპწის აპლიკაციით. პაციენტებს ჩაუტარდ  აპლიკაციური მკურნალობა ყურძნის წიპწის ზეთით. ვამზადებდით ზეთს 5% ხსნარს, კარგად ვასველებდით ტამპონს ზეთის ხსნარში და ვაკეთებდით აპლიკაციას ღრძილზე 10 წუთის განმავლობაში. პროცედურა ტარდებოდა ორჯერ 10 დღის განმავლობაში. ზეთის მიღება ხდებოდა მოცემული ლიტერატურის შესაბამისად (1,2,4). პაროდონტიტი კვლევის პირებისაგან გვაქვს მიღებული საინფორმაციო თანხმობა. კვლევის ჩატარების ოქმი აკმაყოფილებდა ხელსინკის დეკლარაციას. პაციენტთა კვლევის ჯგუფში ჩატარებული ანამნეზის აკრეფვის საფუძველზე გამოირიცხა სხვა დაავადებების თანხლება. ყველა ცდის პირს ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი, რადგან გამორიცხულიყო პაროდონტოზის თანხლები სხვა ნოზოლოგიები.

აგრეთვე ჩატარდა სისხლის რეოლოგიის სტატუსის სრული გამოკვლევა – განისაზღვრა: 1. ერითროციტების კონცენტრაცია – ადგილობრივი ჰემატოკრიტი; 2. ერითროციტების მემბრანის დეფორმადობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის ტვინის მიკროსისხლძარღვებში, სადაც კაპილარების დიამეტრი ყველაზე მცირეა და მათში გასაღწევად ერითროციტები ძლიერ დეფორმირდებიან; 3) ერითროციტების აგრეგაცია; 4) სისხლის პლაზმის სიბლანტე. სისხლის რეოლოგიის სტატუსის სრული გამოკვლევა ჩატარდა ორ ეტაპად: პაციენტებში ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებამდე და ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენების შემდეგ.

ერითროციტების აგრეგადობის ინდექსის განსაზღვრა. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსს, რომელიც წარმოადგენს აგრეგირებული ერითროციტების ფართობის შეფარდებას ერითროციტების სრულ ფართობთან. გამოვიკვლევთ ე.წ. “Georgian technique”-ის გამოყენებით, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:პაციენტების ვენიდან ხდებოდა 4 მლ სისხლის სინჯის აღება.ცდის დროს გამოყენებული ყველა მინის საგანი წინასწარ დამუშავდება ლიმონმჟავა ნატრიუმით. აღებული სისხლის ნაწილი მოთავსდება მელანჟერში 0,5 დანაყოფამდე. დარჩენილი სისხლი დაცენტრიფუგირდება 3000 ბრ/წთ სიჩქარით 15 წთ¬ის განმავლობაში. მელანჟერში აღებული სისხლი განზავდება პლაზმით 1:200 კონცენტრაციით. გამოსაკვლევი სისხლის სინჯი მოთავსდება კამერაში და ერითროციტების აგრეგაციის ინტენსივობა გამოიკვლევა 5 წთ-იანი სტაბილიზაციის შემდეგ. კვლევისათვის გამოიყენება “Leitz” ფირმის ტექსტურული ანალიზის სისტემა, რომელიც შეიცავს მიკროსკოპ “Ortoplan”-ს (X630), ვიდეოკამერას, ასევე გამოსახულების ტექსტურული დამუშავების. მონაცემების კომპიუტერული დამუშავება მოხდება სისტემაში არსებული, გამოსახულების ანალიზის სტანდარტული ქვეპროგრამების საშუალებით (დაპატენტებული)

ერითროციტების დეფორმადობის ინდექსის განსაზღვრა. ერითროციტების დეფორმადობის ინდექსის განსაზღვრა მოხდება ფილტრაციის მეთოდის (nucleopore membrane filter method), რომელიც დაფუძნებულია მუდმივი წნევის (10სმ წყლის სვეტის) პირობებში, უწვრილესი კაპილარების სანათურის დიამეტრის მქონე (5um) ფორებიან ფილტრში, ერითროციტების გასვლის სიჩქარის განსაზღვრაზე. საცდელი ცხოველის სისხლძარღვიდან აიღება სისხლს სინჯი, რომელიც სუფთა ერითროციტების მისაღებად წინასწარ დამუშავდება. ამისათვის ხდება სისხლის სინჯის დაცენტრიფუგირება 1000 ბრ/წთ სიჩქარით 15 წთ-ის განმავლობაში. გამოყოფილი პლაზმა მოცილდება მიკროპიპეტის საშუალებით. დარჩენილ ფორმიან ელემენტებს დაემატება ფოსფატური ბუფერის ხსნარში (PBS pH=7.4) განზავებული ხარის შრატის ალბუმინი (0.2მგ.-5 მლ-ზე), რის შემდეგაც სისხლი განმეორებით დაცენტრიფუირდება 3000 ბრ/წთ სიჩქარით 5 წთ-ის განმავლობაში, დალექილ ერითროციტებს მოშორდება PBS-ის ხსნარი და ლეიკოციტებისა და თრომბოციტების თეთრი ფენა. ეს პროცედურა მეორდება სამჯერ. მიღებული სუფთა ერითროციტების მასა განზავდება ფოსფატური ბუფერის ხსნარში, ჰემატოკრიტით 10%. მიღებული სინჯი მოთავსდება მელანჟერში და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მოხდება თანაბრად შენჯღრევა 3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გამოსაკვლევი სინჯი თავსდება თბილი წყლით სავსე რეზერვუარში 37 C ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში. ინკუბაციის შემდეგ გამოსაკვლევი სინჯი მოთავსდება სპეციალურ პიპეტში, რომლის ერთი ბოლო სპეციალური დამჭერით მიერთებულია მიკროფილტრთან. მეორე ბოლოთი პიპეტი შეერთებულია ზიარჭურჭლის პრინციპზე შექმნილ რეზერვუართან, 10 სმ წყლის სვეტით. დეფორმადობის განსაზღვრისათვის ხდება ერითროციტების ფილტრში გასვლის სიჩქარის მმ/წთ, განსაზღვრა 10 სმ წყლის სვეტის მუდმივი წნევისა და 37 C ტემპერატურის პირობებში. გაზომვისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის პოლიკარბონატის ფილტრები 5um დიამეტრის ფორებით.

პლაზმის სიბლანტის განსაზღვრა. პლაზმის სიბლანტე იზომება 37 C გრადუსზე კაპილარულ ვისკოზიმეტრში. კაპილარის დიამეტრი 1.8 მმ. პლაზმის მოძრაობა კაპილარში ინდუცირებულია სიმძიმის ძალით, რომელიც განპირობებულია შესასწავლი პლაზმის niveaaux-ის სხვაობით, დაახლოებით 65 მმ. რაიმე დამატებითი წნევა აქ არანაირ როლს არ თამაშობს. პლაზმის სიბლანტის განსაზღვრისათვის გამოიყენება ვისკოზიმეტრის კალიბრირების ფაქტორი (F). პლაზმის სიბლანტის საბოლოო მნიშვნელობა წარმოადგენს ვისკოზიმეტრში მრავალჯერადი პლაზმის სიბლანტის გაზომვებიდან მიღებულ საშუალოს.

სისტემური ჰემატოკრიტის განსაზღვრა. სისტემური ჰემატოკრიტი განისაზღვრება სისხლის სინჯის ცენტრიფუგირებით ჰემატოკრიტის სტანდარტულ ცენტრიფუგაში. G – 3500, საშუალო რადიუსი 5 სმ, 8000ბრ/წთ 10 წთ-ის განმავლობაში.

სისხლის საერთო ანალიზი ხდებოდა ვენური სისხლის მიკროწვეთიდან აღებული და  სინჯარაში მოთავსებული და არეული  სისხლის  მიკროწვეთის ანალიზატორში მოთავსებით (6,7).

მიღებული შედეგები. სისხლის საერთო ანალიზიის პარამეტრების საშუალოები პაციენტთა ჯგუფში და საკონტროლო ჯგუფში სარწმუნოთ ერთნაირია. რეოლოგიური სტატუსის ამსახველი პარამეტრების საშუალო მონაცემები და ფლუქტუაციები პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც არ მკურნალობდნენ ყურძნის წიპწის ზეთით და პაციენტთა ჯგუში, რომლებიც მკურნალობდნენ ყურძნის წიპწის ზეთით, და აგრეთვე საკონტროლო გჯუფში მოცემულია ცხრილში (იხ.ცხრილი1).

 

მასალა და შედეგები

სისხლის საერთო ანალიზის პასუხების ინტერპრეტაცია პარადონტითის მქონე სუბიექტების ჯგუფში და საკონტროლო ჯგუფში ერთგვაროვანია. ამით გამოვრიცხეთ პაროდონტიტის მქონე პაციენტებსში სხვა თანმხლები ან პირველადი დაავადებები. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ წიპწის ზეთის მოქმედების ანალიზში არ მონაწილეობდნენ რაიმე პათფიზიოლოგიური არტეფაქტები.  ზემოდ აღნიშნული რეოლოგიური პარამეტრების ერთობლიობა გვაძლევს მთლიან სურათს სისხლის რეოლოგიაზე და მიკროცირკულაციაზე.

მიღებული მონაცემების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ პაროდონტოზის დროს რეოლოგიური სტატუსი არეულია. ეს ხდება ერითროციტების აგრეგადობის მომატების ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ერითროციტთა დეფორმადობის კლებით და სისხლის სიბლანტის მკვეთრი ზრდით უცვლელი ერითროციტების კონცენტრაციის პირობებში. განსხვავებული სურათი მივიღეთ იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც ყურძნის წიპწის ზეთით მკურნალობდნენ. მათ ყველა რეოლოგიური პარამეტრი მოუწესრიგდათ და აღინიშნებოდა რეოლოგიური სტატუსის ნორმალიზაცია. კერძოდ, გაზრდილი ერითროციტთა აგრეგადობა შემცირდა და მიიღო საკონტროლო მნიშვნელობები, აგრეთვე გამოკეთდა ერითროციტების დეფორმადობის უნარი, რომელიც მკვეთრად იყო დაწეული, სისხლის პლაზმის სიბლანტე საგრძნობლად დანზავდა. ეს ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანია, მით უფრო რადგან ხდება ერითროციტთა ადგილობრივი კონცენტრაციის შენარჩუნებით. ანუ სისხლდენის რისკ-ფაქტორი გამორიცხულია. მიღებული მონაცემების ანალიზი ცალსახაა და გვიჩვენებს წიპწის ზეთის დადებით ეფექტს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე პაროდონტიტის დროს. და ეს ეფექტი არ ატარებს გენდერულ ხასიათს.

როგორც კვლევებიდან ჩანს პაროდონტიტის დროს რეოლოგიური ცვლილებები გამოიხატება  ერითროციტების აგრეგადობაში, დეფორმადობაში, პლაზმის სიბლანტეში. თუ დავაკვირდებით და შევადარებთ 1 და მე-2 ჯგუფს ჩვენ ვნახავთ, რომ ერითროციტების აგრეგადობა სტატისტიკურად სარწმუნოდ გაიზარდა,  ხოლო ერითროციტების დეფორმაცია კი პირიქით შემცირდა.  პლაზმის სიბლანტის გაზრდა გამოწვეულია პაროდონტში ანთებითი პროცესები სისტემური მოქმედებით, ამითვე შეიძლება აიხსნას ერითროციტების ფუნქციური ცვლილებები, რომელიც სტატისტიკურად სარწმუნოდ იცვლება. რაც შეეხება ყურძნის წიპწის მოქმედებას ვნახეთ, რომ ადგილი აქვს პაროდონტიტის შემსუბუქებას და ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებთან მიახლოებას.

მონაცემთა შეფასებით აღმოჩნდა, რომ პაროდონტიტი იწვევს სისხლის რეოლოგიურ ცვლილებას, რაც გამოიხატება პლაზმის სიბლანტისა და ერითროციტების აგრეგადობის გაზრდაში და ერითროციტების დეფორმაციის შემცირებაში, ხოლო ყურძნის წიპწის ზეთის აპლიკაცია დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე. თუ ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებით პაციენტებში აღენიშნებოდა ოთხი ძირითადი რეოლოგიური მახასიათებლების მინიმუმ პირსონის სარწმუნო გადახრა საკონტროლო მნიშვნელობიდან,  ყურძნის წიპწის  ზეთის გამოყენება ნორმალიზაციას უკეთებს ამ პარამერტებს. გარდა ამისა, ყურძნის ზეთის გამოყენების შემდგომ ჰემატოკრიტი ფაქტობრივად შეუცვლელი რჩება (მატულობს 2,5%-ით). ამ ეფწქტის გამოყენება შეიძლება სხვა დასხვა დაავადების მართვისას.

ამრიბად, პაროდონტიტის მქონე პაციენტებში აღინიშნება სისხლის რეოლოგიის და კოაგულაციის ცვლილებები სისხლძარღოვანი ენდოთელიუმის დისფუნქციის ფონზე და ეს არის მიშვნელოვანი პრობლემა, იგი ჯერ კიდევ არ იწვევს ორგანიზმის მთლიანობის  რღვევას, თუმცაღა ისინი გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკ ჯგუფებში ხვდებიან. რეოლოგიური პარამეტრების კვლევითი ღონისძიებები ჯერ კიდევ ფართოდ არ არის დანერგილი საქართველოს სტომატოლოგიურ კლინიკებში. აგრეთვე ყურძნის წიპწის ზეთის ფარმოკოკინეტიკური და თერაპიული ეფექტები სტომატოლოგიაში არ არის საკმარისად შესწავლილი.  წინამდებარე ნაშრომით ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა თუ რამდენად მნიშვნელივანია სისხლის რეოლოგიის შეფასება პაროდონტოტის დროს, რადგან რეოლოგიური ცვლილებები ერთის მხრივ თამაშობენ, მიშვნელოვან როლს პაროდონტიტის ჩემოყალიბებაში და მეორეს მხრივ, პაროდონტიტი იწვევს რეოლოგიური თვისებების მოშლას  და ამ მანკიერი წრის ერთგვარი გამოსავალი ჩვენ დავინახეთ ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებაში, რაც ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენ წინამორბედ სტატიაში (3). კვლევების გაგრძელება ამ მიმართულებით ძალზე მნიშვნელოანია, რადგან დაიხვეწოს პარადონტოზის მკურნალობის ტაქტიკა. ამას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე ეკონომიკური სარგებელი.

ცხრილი 1. სისხლის რეოლოგიური ცვლილებები მე-2 ხარისხის სიმძიმის პაროდონტიტის შემთხვევაში  და ყურძნის წიპწის ზეთის დადებითი მოქმედება. (პაციენტი n=65)

მე –2 ხარისხის სიმძიმის პაროდომტიტი

პაციენტები

(ყურძნის წიპწის ზეთის გარეშე)

М ±м

1ჯგუფი

კონტროლი

М ±м

აპლიკაციის გარეშე

2 ჯგუფი

პაციენტები

(ყურძნის წიპწის ზეთის მოქმედების შემდგომ)

М ±м

მე-3 ჯგუფი

კონტროლი

М ±м

აპლიკაციის შემდეგ

მე-4 ჯგუფი

EAI (ერითროციტების აგრეგადობა),%1

32,9±0,31**

 

26,4±0,13

26,9±0.21**

 

25,8±0,13

EDI (ერითროციტების დეფორმადობა),%2

2,18±0,02*

 

2,20±0,03

2,22±0.04*

 

2,20±0,03

Hct (ჰემატოკრიტი), %

44.2± 0,34*

 

43,6±0,36

45.2±0,42*

 

42,7±0,36

Υ (პლაზმის სიბლანტე), პუაზი [1პუაზი= 10 დინიxსმ/სმ2 ]

1,32±0.02**

 

1.17±0,01

1,12±0.01**

 

1.16±0,01

 

რ ე ზ ი უ მ ე

ამრიგად, პაროდონტიტის მქონე პაციენტებში აღინიშნება სისხლის რეოლოგიის და კოაგულაციის ცვლილებები სისხლძრღოვანი ენდოთელიუმის დისფუნქციის ფონზე და ეს არის, მნიშვნელოვანი პრობლემა, იგი ჯერ კიდევ არ იწვევს ორგანიზმის მთლიანობის  რღვევას, თუმცაღა ისინი გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკ ჯგუფებში ხვდებიან. რეოლოგიური პარამეტრების კვლევითი ღონისძიებები ჯერ კიდევ ფართოდ არ არის დანერგილი საქართველოს სტომატოლოგიურ კლინიკებში. აგრეთვე ყურძნის წიპწის ზეთის ფარმოკოკინეტიკური და თერაპიული ეფექტები სტომატოლოგიაში არ არის საკმარისად შესწავლილი.  წინამდებარე ნაშრომით ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა თუ რამდენად მნიშვნელივანია სისხლის რეოლოგიის შეფასება პაროდონტოტის დროს, რადგან რეოლოგიური ცვლილებები ერთის მხრივ თამაშობენ, მიშვნელოვან როლს პაროდონტიტის ჩემოყალიბებაში და მეორეს მხრივ, პაროდონტიტი იწვევს რეოლოგიური თვისებების მოშლას  და ამ მანკიერი წრის ერთგვარი გამოსავალი ჩვენ დავინახეთ ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებაში, რაც ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენ წინამორბედ სტატიაში (3). კვლევების გაგრძელება ამ მიმართულებით ძალზე მნიშვნელოანია, რადგან დაიხვეწოს პარადონტოზის მკურნალობის ტაქტიკა. ამას აქვს როგორც პროპედევტიკური, ასევე ეკონომიკური სარგებელი.[/su_spoiler]

ლიტერატურა

 

 

  1. მ.ნიკოლაიშვილი, თ.მჭედლური, დ.მარგალიტაშვილი, მ.ღაღოლიშვილი. საფერავის ყურძნის ჩენჩოდან და წიპწიდან გამოყოფილ ზეთში შემავალი ვიტამინების გავლენა ცოცხალ ორგანიზმზე. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ინტელექტი ტ3, (38), გვ 21-24.
     
  2. მ.ნიკოლაიშვილი, თ.მჭედლური, დ.მარგალიტაშვილი, მ.ღაღოლიშვილი, ზ.ზურაბაშვილი. ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის ყურძნის ზეთის გავლენა ამინომჟავებისა და ბიოგენური ამინების ცვლაზე ვირთაგვას სისხლში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა №6 (61)გვ 28-30.
     
  3. ნიკოლაიშვილი, მ.გოგუა, ქ.ფრანჩუკი, ტ.ტუფინაშვილი, ი.ვაშაკიძე საფერავის ჯიშის ყურძნის ზეთის გავლენა პარადონდიტის მკურნალობაში. V საერთაშორისო კონფერენციაზე_ `ჯანმრთელობა და ეკოლოგია ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა № (გვ 102-103.
     
  4. Кикалишвили Б.И, Зурабашвили Д.З, Нтколаишвили М.И. Зурабашвили З.А, Гиоргобиани И.Б Жирнокислотный состав масло из косточек винограда и его действие в форме пощевой добавки.  Медицинские Новости Грузии No 2 (191) 2011.73-75.
     
  5. Кикалишвили Б.И, Зурабашвили Д.З, Николаишвили М.И. Зурабашвили З.А, Гиоргобиани И.Б. Основные физико-химические константы масло косточек винограда и его действие в форме пищевой добавки (экспериментальное исследование). Медицинские Новости Грузии. No 6(195) 2011.85-87.
     
  6. Mantskava M.M., Momtselidze N.G., Davlianidze L.Sh., Mitagvaria N.P. Hemorrhagic Shock and stress – Cause and Concequence of Hemorheology Disturbances on the Example of the Changes in Ertythrocyte aggregation. J.Stress of Physiology and Biochemistry. ISSN 1997-0838. v. 10. N 2, 2014. pp. 238-246.
     
  7. Mantskava M., Momtselidze N., Pargalava N., Varazashvili M., T Sordia. Role of erythrocyte aggregation as a hemorheological disorders in microangiopathy during I type diabetes mellitus. Тромбоз, гемостаз и реология №4 (44) 2010. с. 33-3.
     
  8. Путинцев С. Б. Обоснование выбора конструкционного материала и технологии несъемных зубных протезов у больных хроническим генерализованным пародонтитом. (клинико-лабораторное исследование): Дис. … канд. мед. наук. – Омск, 2009. – 149 с.
     
  9. Русакова Е. Ю. Стоматологическая заболеваемость и обоснование комплексной профилактики у детей Приморского края: Дис. … канд. мед. наук. – Екатеринбург, 2008. 155 с.
     
  10. Jaftha A,Holmes H. Periodontitis and cardiovaskular  disease. SADJ 2013, 68(2): 62-63.
     
  11. Carallo C,De Franceschi MS, Tripolino C et al. Common carotid and bronhial artery hemodinamic alterations in periodontal disease. J Clin Periodontal 2013, 40 (5) 431-436.

     

     

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *