RHEO-BIO-MED-2025: საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 6 ნოემბერს, რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიისა და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025.

კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარებას, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ახალი თაობის სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებას. ის გახდება პლატფორმა, სადაც გაერთიანდება სწავლა, კვლევა და ცოდნის გაზიარება.

ახალგაზრდა მომხსენებლები და მათი მენტორები წარმოადგენენ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს, მიმოხილვებსა და ინოვაციურ მიდგომებს რეოლოგიის, კოაგულაციის, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და მომიჯნავე დარგების მიმართულებით.

კონფერენციის ხელმძღვანელები:

  • პროფ. მაკა მანწკავა – რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
  • ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი, ახალგაზრდა მკვლევარი

სამეცნიერო კომიტეტი:

  • პროფ. გვანცა ჭკადუა
  • პროფ. ნანა მომცელიძე
  • პროფ. გიორგი კუჭავა, ახალგაზრდა მკვლევარი

ძირითადი ინფორმაცია:

  • ყველა მონაწილე და მენტორი მიიღებს სერტიფიკატს.
  • მონაწილეობის ხარჯებს ფარავს ორგანიზატორი.
  • საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება Google Scholar-ის ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://biomedicine2025.wixsite.com/rheo2025