გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას

ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაკა მანწკავა და ლაბორატორიის პერსონალი გულითადად გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას.
მოახლოებული ახალი წელი იქცეს ახალი იდეების, ინოვაციური კვლევების, წარმატებული პროექტებისა და მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევების დასაწყისად. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, მიზნების წარმატებით განხორციელებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ვუსურვებთ თითოეულ თქვენგანს სტაბილურობას, უწყვეტ წინსვლასა და საერთო ძალისხმევით ქვეყნის მეცნიერებისა და განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. დაე, 2026 წელი იყოს წარმატების, პროგრესისა და კეთილდღეობის წელი — თქვენთვის, ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.