რა განსაზღვრავს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს?
სისხლის ჰემორეოლოგიური პარამეტრები განსაზღვრავს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
რა განსაზღვრავს ჰემორეოლოგიურ სტატუსს?
[su_spoiler title=”პასუხი”]1. ადგილობრივი ჰემატოკრიტი,
2. სისხლის პლაზმის სიბლანტე,
3.ერითროციტების დეფორმადობის ინდექსი,
4. ერითროციტების აგრეგადობის ინდექსი. ამ პარამეტრების ერთობლიობა ასახავს ჰემორეოლოგიურ სტატუსს.[/su_spoiler]
რა საშიშროებას იწვევს ჰემორეოლოგიური ცვლილებები?
[su_spoiler title=”პასუხი”]
აგრეგაციის მატება, დეფორმაციის უნარის დაქვეითება, ჰემატოკრიტის და სისხლის პლაზმის ცვლილებები იწვევს პრეკაპილარებში და კაპილარებში ოკლუზიას, აფერხებს ერითროციტთა გადაადგილებას ვიწრო ყალიბის სისხლძარღვებში, იწვევს საერთო პერიფიული სისხლის ნაკადის შენელებასდა შემდგომ კაპილარული სტაზის განვითარებას. ერითროციტების ხანგრძლივი შეწებების შედეგად მათში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, ფერხდება ნახშირორჟანგის გამოდევნა, რაც უარყოფითად მოქმედებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმზე. ერითროციტების აგრეგადობის დროს ერითროციტები ზიანდებიან, გამოიყოფა ერითროციტული შედედების ფაქტორები, რომლებიც გადადიან სისხლში, რაც იწვევს ჰემორეოლოგიური სტატუსის კატასტროფას.[/su_spoiler]
ვის ესაჭიროება გამოკვლევა?
[su_spoiler title=”პასუხი”]
ქვემოთ მოცემულია დაავადებათა ჩამონათვალი, სადაც მიზანშეწონილი და/ან აუცილებელია პაციენტებში სისხლის რეოლოგიური სტატუსის შეფასება, რათა დაავადების მართვა იყოს მაღალეფექტური.
პედიატრია
– ეპილეფსია
– ნევროზები;
– მანკები;
– ახალშობილთა კვლევა;
– სკოლიოზის იდიოპათიური ფორმა;
– ჰიპერაქტიული და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები;
– ალალიის, აგრაფიის მქონე ბავშვები;
– პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
– რეინოს ფენომენი;
– სისხლის დაავადებები;
– სტრესი;
მოზრდილები
1. ნევროლოგია.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტები;
ეპილეპსია;
ნევროზები;
აპნოე;
ქალა-ტვინის ტრამვები და სხვ.
2. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
– ინფარქტები;
– სტენოზები;
– მანკები და სხვ.
3. მეან-გინეკოლოგია.
– ორსულები (8 – 12 კვირა, 20 – 22 კვირა, 37 – 41 კვირა);
– მშობიარეები;
– მეძუძურები;
– ჰისტოზები.
4. ენდოკრინოლოგია.
– პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი;
– დიაბეტური გართულებები;
5. ანგიოლოგია.
– რეინოს ფენომენით დაავადებულნი;
– ანევრიზმები;
– სტენოზები;
– ობლიტერაციული ათეროსკლეროზი.
6. ონკოლოგია
7. საყრდენ-მამოძრავებელი სისტების დაავადებები[/su_spoiler]
სად უნდა ჩავიტარო რეოლოგიური კვლევა?
[su_spoiler title=”პასუხი”]კლინიკური რეოლოგიის ლაბორატორიებში[/su_spoiler]
რისთვის არის საჭირო რეოლოგიური გამოკვლევა?
[su_spoiler title=”პასუხი”]
ექიმისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეოლოგიური გამოკვლევების პასუხები, რათა დადგინდეს სისხლძარღვში და სისხლძარღვის კედლის ფუნქციური მდგომარეობარეოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესება იწვევს სწრაფ განკურნებას. რეოლოგიური გამოკვლევა ექიმს აძლევს საშუალებას განახორციელოს პაციენტის ინდივიდუალური მიდგომა. ეს ყოველივე იძლევა მაღალ თერაპიულ ეფექტს.[/su_spoiler]
რატომ არის ასეთი მოთხოვნადი რეოლოგიური კვლევები ამჟამად?
[su_spoiler title=”პასუხი”]
რეოლოგიური კვლევების მიმართ გაზრდილი დაინტერესება გამოწვეულია იმითაც, რომ ფარმაციულ ბაზარზე შემოვიდა მრავალი საშუალება, რომელიც დაარეგულირებს ჰიპერაგრეგციას, გააუმჯობესებს ერითროციტთა დეფორმაციას, გააკონტროლებს ჰემატოკრიტს და სისხლის პლაზმის სიბლანტეს. იმისათვის, რომ რეოლოგიურ სტატუსზე დაყრდნობით შევიმუშავოთ მკურნალობის ტაქტიკა, აუცილებელია ზუსტი მეთოდები, რომელთა საფუძველზე მივიღებთ სრულყოფილ პასუხს და გახდება მარტივი რეოლოგიური პარამეტრების კორექცია.დღეისათვის ასეთი გამოკვლევების ჩატარება საქართველოშიც არის შესაძლებელი რეოლოგიური გამოკვლევა გარდა თერაპიული სარგებლისა იძლევა ფუნდამენტარული კვლევების საშუალებებს და ეკონომიკურ სარგებელს.[/su_spoiler]
Leave a Reply