მიკროცირკულაციის კოეფიციენტის შეფასების ახალი არაინვაზიური მეთოდი

122მ.მანწკავა


ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, 0160, თბილისი, საქართველო, ლ.გოთუას ქ., 14, e-mail: mantskavamaka@rambler.ru

 

ანოტაცია. სისხლის მიმოქცევის სისტემის სადიაგნოსტიკო საშუალებაა  რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის კვლევა. საერთო არტერიული და ვენური წნევის მუდმოვობის დროს, რეზისტიული არტერიებში წნევა განპირობებულია მათი ფუნქციური მდგომარეობით. ახალი არაინვაზიური მეთოდი იყო განხორციელებული ოთხარიანი ულტრაბგერითი ხელსაწყოთი “Dop 8/4” (გერმანია). სხივის და მუხლის არტერიების სტანდარტული ისქემიის შედეგად განვითარებული პოსტისქემიური რეაქტიული ჰიპერემიის პირობებში გაზომილი სისხლის ნაკადი პასუხისმგებელია მიკროცირკულაციური ქსელის მდგომარეობაზე.

ოთხივე განშტოებაში (DEX H; SIN H; SIN F, DEX F) რეზისტიული არტერიების რეაქციების აღსაწერად შემოვიტანეთ მიკროცირკულაციის კოეფიციენტი k, რომელიც უდრის საერთო პოსტისქემიური სისხლის ნაკადის შეფარდებას  ფონური სისხლის მოცულობითი სიჩქარის საშუალo მინშვნელობასთან. მიკროცირკულაციის პირდაპირი არაინვაზიური მეთოდების შემუშავება და  კლინიკურ და ამბულატორულ სექტორებში დანერვა ხელს შეუწყობს მკურნალობის ტაქტიკის დახვეწას. 

საკვანძო სიტყვები: რეზისტიული არტერიები, მიკროცირკულაცია, მიკროცირკულაციის კოეფიციენტი.

 

აღნიშნული სტატიის  გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის ინგლისური და რუსული ვერსიის განყოფილებებში. დააჭირეთ მარტოოდენ ინგლისური  ან რუსული ენების აღმნიშვნელ დროშებს საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში .

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓