Category Archives: მონოგრაფიები

ფარისებრი ჯირკვალი და პაროდონტიტი

16მანწკავა მ.


თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციური დაავადებულთა ადამიანთა რაოდენობა. ტერიტორიულად დაავადების განაწილება გადის ევრაზიის და იოდოდეფიციტის ტერიტორიების საზღვრებიდან.აუცილებელია ყურადღების მიქცევა (11-15 წლის) მოზარდების პოპულაციაზე, რადგან ეპიდემიოლოგიურად ამ კონტიგენტის  5 % პროცენტს აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ამ ასაკს ემთხვევა პირველი და მეორე პაროდონტიტის სტადიების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა.  პოპულაციურმა ჰემორეოლოგიურმა კვლევამ გვაჩვენა, რომ პაროდონტიტის დროს კონტროლთან შედარებით ჰემორეოლოგიური სტატუსი იცვლება 15%,  ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით დაავადებულთა ჯგუფში იცვლება 30%. თუ მოზარდებს აღენიშნებოდათ პაროდონტიტი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს, მათი რეოლოგიური სტატუსი ცვალებადობა კიდევ უფრო მკაფიო იყო. წიგნში ვრცლად არის აღწერილი თუ როგორ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია პარადონტიტის ჩამოყალიბებაზე.

 

სისხლის ჰემორეოლოგიური სტატუსი არტერიული ჰიპერტენზიის დროს

55მ.  მანწკავა, ნ. მომცელიძე.

 

მიკროცირკულაცია სისხლის მიმოქცევის ძალზე მნიშვნელოვანი განყოფილებაა. იგი უზრუნველყოფს ორგანოების და ქსოვილების სისხლით ადექვატურ მომარაგებას. სისხლის რეოლოგიის და მიკროცირკულაციის ერთდროული გამოკვლევა წარმოადგენს ბიომედიცინის უახლეს მიდგომას დაავადებების პათოგენეზის და ეტიოლოგის შესასწავლად. არ არსებობს პათოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდეს ჰემორეოლოგიური დარღვევების გარეშე.

წიგნში განთავსებული კვლევები, მონაცემები, დასკვნები აღწერენ  რეოლოგიური თვისებების შესწავლის აუცილებლობას არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს.

 

სტრესი – მიზეზი და შედეგი ჰემორეოლოგიური დარღვევებისა

15

მანწკავა მ., მომცელიძე ნ.

ლამბერტის აკადემია. გამოცემულია ISBN 978-3-659-66518-9), 
2014 www.lap-publishing.com  – 77 გვ.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის სხვადასხვა  რეოლოგიური ასპექტი. სისხლდენების დროს განვითარებული ჰემორაგიული შოკი არის მძლავრი სტრესი ორგანიზმისათვის. სტრესული რეაქციების გავრცელება ხასიათდება მაკრო და მიკრო სისხლის მიმოქცევაში მრავალი თავისებურებანით. სისხლის მიმოქცევის კრიზისი გამოიხატება სტრესული სიტუაციების დროს ჰემორეოლოგიური ფუნქციების დარღვევაში, და ვითარდება შოკური სიტუაციის შედეგად. ჩვენ პირველად გავაერთიანეთ ეს ორი პრობლემა. არსებობს ადაპტაციური ენერგიის განხარჯვის მაქსიმალური სიჩქარე, და ამ მაქსიმუმზე ორგანიზმი ვეღარ ერება დამათებით სტიმულს. ამ დროს ყალიბდება ადაპტაციური  სნეულებანი და სტრესის ფონზე დაავადება. წიგნში განხილულია რეინოს დაავადება ადაპტაციური სნეულების და სტრესის მესამე რანგის დაავადების ჭრილში: სიცივი და ემოციური სტრესის ორმაგი გავლენა – ფიზიკური და ფსიქიური ზეგავლენა .

აპნეას არ არის დამოუკიდებელი დაავადება. სტრესი, რომელიც  წარმოადგენს დაავადების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზესს, აძლიერებს ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობას. ჩვენ პირველად შევიმუშავეთ აპნეას დიაგნოსტიკის მარკერი-ტრომბოციტური შემადგენლობა.

წიგნში წამოდგენილ მონაცემებს გააჩნიათ პრაქტიკული ღირებულება.

 

 

↓