ე. ლაბაძე, ნ. ნარსია, ა. ცალუგელაშვილი, კ. სალდანა, გ. კუჭავა, ნ. მომცელიძე, მ. მანწკავა
გასტრიტული ტიპის კიბოს აღმოსაჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კუჭის სხეულის სხვადასხვა სისტემის კლინიკურ პარამეტრებზე კვლევების ჩატარებას, რადგან ის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაავადებაა. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო კუჭის კიბოს დროს სისხლის რეოლოგიური თვისებების შესწავლა, სისხლის ელექტროფიზიკურ თვისებების და რკინის მეტაბოლიზმის, კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში. კვლევის მეთოდები იყო თანამედროვე და ინოვაციური. კვლევა მოიცავდა პაციენტებს კუჭის კიბოთი და ჯანსაღი მოხალისეების საკონტროლო ჯგუფს. შესწავლილ ჯგუფებში საშუალო ასაკი მსგავსი იყო. მიღებულ იქნა მონაწილეთა ინფორმირებული თანხმობა. კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში ოპერაციამდე რკინისა და ჰემოგლობინის დონე დაბალი იყო, ტრანსფერინი და ფერიტინი ნორმის ფარგლებში რჩებოდა.
ოპერაციიდან მე-7 დღეს, ფერიტინი გაიზარდა ორჯერ, ჰემოგლობინი ახლოს იყო საკონტროლო მნიშვნელობებთან. ტრანსფერინი და რკინა შემცირებული დარჩა. ოპერაციამდე კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში ერითროციტების აგრეგაციის ინდექსი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 1,5-ჯერ მაღალი იყო. ერითროციტების აგრეგაციის ინდექსი გაუმჯობესდა და მხოლოდ 30%-ით გაიზარდა კონტროლთან შედარებით. ოპერაციამდე კუჭის კიბოს ელექტროფიზიკური თვისებების ინდექსი საკონტროლო მნიშვნელობებთან შედარებით შეიცვალა. ეს მიდგომა, კუჭის კიბოს ამ რუტინული ანალიზების საფუძვლიან შესწავლასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ შვიდდღიანი პოსტოპერაციული ინტერვალი არასაკმარისია შესწავლილი პარამეტრების ნორმალიზებისთვის. ასეთი მონაცემების ანალიზი შესაძლებელს გახდის კუჭის კიბოს მქონე პაციენტების თერაპიის პერსონალიზირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის და ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

ჩამოტვირთეთ სრული სტატია