თანამშრომლები

tanamshromlebiმსოფლიო რეოლოგიის დარგის ცალკეულ მეცნიერებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფ. გ. მჭედლიშვილს (1921 – 2014).  იგი ავტორია 7 მონოგრაფიის,  381 სამეცნიერო შრომის,  2 აღმოჩენის. მისი რედაქტორობით გამოცემულია 13 წიგნი. საქართველოში ჰემორეოლოგიის ცნების დანეგვის ფუძემდებლად გ. მჭედლიშვილი გვევლინება. მეცნიერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მ.მანწკავას როგორც რეოლოგის ჩამოყალიბებაში. გ. მჭედლიშვილი იყო  მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი და კონსულტანტი. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ადრეული ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის) არსებული ბაზის მოწოდებით და ხელმძღვანელობის ხელშეწყობით.

დღეისათვისაც რეოლოგიის როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ფართო გავრცელებაში, პოპულარიზაციაში წამყვან როლს თამაშობს ი.ბერიტაშვილის სახ. ბიომედიცინის ექსპერიმენტული ცენტრის დირექტორი პროფ. დ.ნადარეიშვილი, სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე  აკად.ნ. მითაგვარია, აგრეთვე ცენტრის სხვა თანამშრომლები (ლ. დავლიანიძე,  მ. ნებიერიძე  მ. დევდარიანი, ლ. გუმბერიძე,  ი. ქვაჭახიძე და ნ. სიხარულიძე).

ასევე აღნიშვნის ღირსნი არიან ჩვენი თანამშრომელი – რეოლოგები:

ნ. მომცელიძე – ი.ბერიტაშვილის ბიომედიცინის ექსპერიმენტული ცენტრი, საქართველოს რეოლოგთა საზოგადოების სწავლული მდივანი.

ნ. მომცელიძეს CVNana Momtselidze CV Geo

ბ. წინამძღვრიშვილი – კარდიოლოგი/რეოლოგი, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი (გერმანულ-ქართული კლინიკა).

თ. ურდულაშვილი – კარდიოლოგი/რეოლოგი სამკურნალო ცენტრი «მედისონი».

ნ. ბერიტაშვილი – კარდიოლოგი/რეოლოგი, «იმედი ლ»-ს კლინიკა.

დ. ფარღალავა – სისხლძარღვთა ქირურგი/რეოლოგი, ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი.

გ. ალადაშვილი – სისხლძარღვთა ქირურგი/რეოლოგი, ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი.

თ. კოტარია – ანგიოლოგი/რეოლოგი, ანგიოლოგიის, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრი «ტერდი».

ნ. ურდულაშვილი – მეან-გინეკოლოგი/რეოლოგი, საგარეჯოს სამშობიარო სახლი.

თ. მჭედლიშვილი – სასწრაფოს ექიმი/რეოლოგი, «მედიკლაბჯორჯია».

ნ. მირიანიშვილი – პედიატრი/რეოლოგი, «PSP დაზღვევა».

ი. რობაქიძე – ოჯახის ექიმი/რეოლოგი, «მედკაპიტალი».

ნ. ზერაგია – ნეონატოლოგი/რეოლოგი, სამშობიარო სახლი «ბაიები».

რ. ჯაში – პედიატრი/რეოლოგი, «მედინა».

მ. გოცაძე – ფუნქციური დიაგნოსტიკის ექიმი/რეოლოგი, «სამგორი მედი», წმინდა ლაზარეს კლინიკა.

ქ. მახარაძე – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ქ. ღამბაშიძე – ფიზიოლოგი/რეოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

თ. ბოსტიაშვილი – ნევროლოგი/რეოლოგი, ნეოკლინიკა.