Category Archives: სიახლეები

გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას

ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაკა მანწკავა და ლაბორატორიის პერსონალი გულითადად გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას.
მოახლოებული ახალი წელი იქცეს ახალი იდეების, ინოვაციური კვლევების, წარმატებული პროექტებისა და მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევების დასაწყისად. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, მიზნების წარმატებით განხორციელებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

კონფერენცია„მულტიდისციპლინური რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“

ააიპ რეოლოგთა საზოგადოება ატარებს საერთაშორისო კომბინირებული ფორმატის კონფერენციას„მულტიდისციპლინური რეოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
ღონისძიების მიზანია რეოლოგიის სწავლა/სწავლების მიმართულებით ფუნდამენტური ცოდნის დაგროვება/გაზიარება და შედეგების გამოყენებით სფეროში დანერგვა. სპიკერების მიერ გაშუქდება რეოლოგიის, როგორც მულტიდისცილინური მეცნიერების და ინდუსტრიული დარგის აქტუალური საკითხები, წარმოდგენილი იქნება ახალი და უახლესი მიდგომები, დისკუსია წარიმართება დარგობრივიმახასიათებლების და ჩარჩო-პროგრამასთან არსებული საკითხების ირგვლივ.

კონფერენცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კლინიკური რეოლოგიის, ბიომედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის, IT ტექნოლოგიების მიმართულების მკვლევართა და ინდუსტრიული დარგისწარმომადგენელთათვი.

ორგანიზატორები

მაკა მანწკავა

ნანა მომცელიძე

გიორგი კუჭავა

მონაწილეთა საყურადღებოდ სარეგისტრაციო დეტალები იხილეთ აქ

ნაადრევი რეგისტრაცია: 2025 წლის 1 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით – ერთი პერსონის საფასური 250 ლარი

გვიანი რეგისტრაცია: 2025 წლის 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით – 700 ლარი

სარეგისტრაციო თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშ-სწორებით

მსურველთა რეგისტრაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ფოსტაზე conference@rheology.biz

ლოკაცია: 0161, ქალაქ თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, 14

ID zoom ID 772 2910 8470

RHEO-BIO-MED-2025: საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 6 ნოემბერს, რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიისა და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025.

კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარებას, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ახალი თაობის სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებას. ის გახდება პლატფორმა, სადაც გაერთიანდება სწავლა, კვლევა და ცოდნის გაზიარება.

ახალგაზრდა მომხსენებლები და მათი მენტორები წარმოადგენენ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს, მიმოხილვებსა და ინოვაციურ მიდგომებს რეოლოგიის, კოაგულაციის, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და მომიჯნავე დარგების მიმართულებით.

BIOMED2025

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია BIOMED2025, ეპიგრაფით „ბიომედიცინის მეცნიერება და ინოვაცია ყველასთვის“, გაიმართება 2025 წლის 20-21 ივლისს შეკვეთილში, საქართველოში, Paragraph Resort & Spa Shekvetili-ში (Autograph Collection, E70, შეკვეთილი 3521). ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია რეოლოგთა საზოგადოება.

ინოვაციების, მდგრადობისა და გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო კონფერენცია

ინოვაციების, მდგრადობისა და გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო კონფერენცია (ICISAS 2025) https://conference.curtindubai.ac.ae/icisas-2025/#committee არის კვლევითი კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია კურტინის უნივერსიტეტის დუბაიში.https://curtindubai.ac.ae

ეს პრესტიჟული მულტიდისციპლინარული კონფერენცია ეძღვნება გამოყენებით ინტერდისციპლინარულ სფეროების წინსვლას. ის სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას მონაწილეებისთვის, რომ ითანამშრომლონ დარგის წამყვან მკვლევარებთან. ორი დღის განმავლობაში დამსწრეები გაეცნობიან საინტერესო მოხსენებებს სექციებზე და სესიებზე. ერთერთ მათგანს უხელმძღვანელებს რეოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი მაკა მანწკავა. მაკა მანწკავა რეოლოგთა საზოგადოების სახელით წარადგენს მოხსენებას “რეოლოგიის განვითარება საქართველოში. წარსული, აწმყო. მომავალი”

ფუნდამენტური და კლინიკური მიკროცირკულაცია და ჰემორეოლოგია

მიკროცირკულაციის ევროპული საზოგადოება (ESM), ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი და პროგრამის კომიტეტი, მიესალმება წევრებს მიკროცირკულაციის ევროპული საზოგადოების ორწლიან შეხვედრაზე (ESM 2025), რომელიც გაიმართება სეგედში 2025 წლის 19-22 მაისს, უნგრეთი. კონფერენცია არის სამეცნიერო საზოგადოების რეგულარული საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც 1959 წლიდან მოყოლებული 30-ზე მეტჯერ გაიმართა. მიკროცირკულაციისა და სისხლძარღვთა ბიოლოგიის უნგრეთის საზოგადოება (MMVBT) ამაყობს, რომ მასპინძლობს ESM 2025. გარდა ამისა, კონფერენციის ორგანიზება გაუზიარდება უნგრეთის, ხორვატიისა და სლოვენიის
ფიზიოლოგიურ საზოგადოებებს, რათა წარმოაჩინონ კვლევები მიკროსისხლძარღვთა ფიზიოლოგიაში. საქართველო კონფერენციის ფარგლებში წარმოსდგება სპეციალური სესიით “ფუნდამენტური და კლინიკური მიკროცირკულაცია და ჰემორეოლოგია”, სადაც პროფესორი მაკა მანწკავა არის თავმჯდომარე და პროფესორი ნანა მომცელიძე გახლავთ თანათავმჯდომარე, ხოლო რეოლოგთა საზოგადოების დეპარტამენტების ხელმძღვანელი მაია გოცაძე და ეკატერინე ლაბაძე არიანს არიან კონფერენციის სპეციალური სპიკერები.

https://www.esm2025szeged.hu/wp-content/uploads/2025/01/Maka-Mantskava-symposia.pdf

რეოლოგთა საზოგადოებები

საქართველოს რეოლოგთა საზოგადოება არის მსოფლიო რეოლოგიის საზოგადოების გაერთიანების წევრი:

https://www.hsr.gr/?page_id=5831

რეოლოგთა საზოგადოება გახდა ევროპის სამეცნიერო ჩართულობის პლათფორმის წევრი

რეოლოგთა საზოგადოება გახდა ევროპის სამეცნიერო ჩართულობის პლათფორმის წევრი, ვულოცავთ ყველა რეოლოგს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და საზღვრებს გარეთ ასეთ წარმატებას. იხ. დეტალები აქ https://eusea.info/member/society-of-rheology/ 

ევროპის რეოლოგიის საზოგადოება (ESR)

ევროპის რეოლოგიის საზოგადოება (ESR) ევროპის რეოლოგიის საზოგადოება ღიაა ყველა, ვინც დაინტერესებულია რეოლოგიით ევროპის მასშტაბით. რევოლოგია განისაზღვრება, როგორც მეცნიერება მატერიის დეფორმაციისა და ნაკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ რევოლოგია გარკვეული ფორმით შედის მასალის თვისებების თითქმის ყველა კვლევაში. ESR აერთიანებს რეოლოგებს როგორც სამრეწველო, ისე აკადემიური კვლევებისა და განვითარებისგან და, შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთო შეხვედრის ადგილს ინჟინრებისთვის, ფიზიკოსებისთვის, ქიმიკოსებისთვის და ბიოლოგებისთვის, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესი რეოლოგიაში.
AERC 2025-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://rheology-esr.org/aerc-2025/welcome/

რეო-ბიო-მედი-2023

პროექტი “ლაბ-ორატორი“ და მის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა და აქტუალობა დაედო საფუძვლადსტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა კონსოლიდაციას. გახდა აუცილებელი დაგროვილი ცოდნის გაზიარება/დესიმინაციას. ამას ეძღვნება ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია„რეობიომედი-2023“, რომლის ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურითვითმართმმართველობის განათლების დეპარტამენტთან, თბილისის  სამედიცინო აკადემიასთან ერთად არიან ივანებერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და რეოლოგთა საზოგადოების მულტიდისციპლინური სამეცნიეროუმაღლესი სკოლა.