BIOMED2025

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია BIOMED2025, ეპიგრაფით „ბიომედიცინის მეცნიერება და ინოვაცია ყველასთვის“, გაიმართება 2025 წლის 20-21 ივლისს შეკვეთილში, საქართველოში, Paragraph Resort & Spa Shekvetili-ში (Autograph Collection, E70, შეკვეთილი 3521). ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია რეოლოგთა საზოგადოება.

კონფერენციის მიზნები და ფორმატი:

BIOMED2025-ის მთავარი მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი რეოლოგიური კვლევების განვითარება და მხარდაჭერა. კონფერენცია მიზნად ისახავს რეოლოგიის ინტეგრირებას მულტიდისციპლინურ ბიომედიცინაში, სამეცნიერო თანამშრომლობის სტიმულირებას და მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას. სკოლა-კონფერენციის სტრატეგია საერთაშორისო პრინციპებს ეფუძნება და ორმაგი ცოდნის გადაცემას ისახავს მიზნად.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს:

პლენარულ და სექციურ სესიებს

B2B ღონისძიებას

პანელურ სიმპოზიუმს

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების პრეზენტაციებს. სულ წარმოდგენილი იქნება 64 მოხსენება, რომელთაგან 22 ჩატარდება „ცივი ზუმის“ ფორმატით, შემდგომი განხილვებით.

პუბლიკაცია:

BIOMED2025-ის ფარგლებში გამოქვეყნდება რეცენზირებული რეფერატების კრებული, რომელიც ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში (Google Scholar, DOI, ISSN). კრებული მოიცავს 167 სამეცნიერო ნაშრომს.

BIOMED არის ჩვენი ტრადიციული ღონისძიება, რომელიც წარმატებით ტარდება 2014 წლიდან. მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას!