საიტის შესახებ

siteსაიტზე განთავსებულია თანამედროვე რეოლოგიის მიმდევრის,  ქართველი მეცნიერის მაია მანწკავას ბიოგრაფია, მეცნიერის მიერ დაგეგმილი და მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული  ფუნდამენტური და პრაქტიკული კვლევების აღწერილობა, შესრულებული და მიმდინარე გრანტების და პროექტების ანოტაციები,  სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები, ჩატარებული და ჩასატარებელი კონფერენციების შესახებ ინფორმაცია, რომლების ორგანიზატორიც გახლავთ მაკა მანწკავა.

საიტზე აღწერილია რეოლოგიის თანამედროვე კვლევები, ახალი პერსპექტივები, სწავლების ახალი და ინოვაციური მეთოდები. საიტი დაეხმარება მომხმარებელს ინტერდისციპლინური, ინტერნსტიტუციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, ცოდნის და ტექნოლოგიის ტრანსფერს, მასალების გავრცელებას (Open Access). საიტზე განთავსებულია რეოლოგიის დარგში მაღალი იმპაქტფაქტორიანი საერთაშორისო ჟურნალები, რომლის რედკოლეგიის,  რეცენზენტთა და ექსპერტთა ჯგუფების წევრი გახლავთ მაია მანწკავა. (http://www.iospress.nl/journal/clinical-hemorheology-and-microcirculation/, http://vestnik.pstu.ru/biomech/about/inf/).

საიტზე განთვასებულია მიმდინარე ახალი ამბები, საიტს გააჩნია უკუკავშირის გვერდი "კონტაქტი", ჩვენთან ინტენსიური კავშირისთვის. საიტი განკუთვნილია: ექიმებისთვის, მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის, დოქტორანტებისა, მაგისტრანტებისთვის, ბაკალავრებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ბიომედიცინის, ფიზიკის, ქიმიის და სხვა მომიჯნავე დარგებში. პაციენტებს აქვთ საშუალება მიიღოს ონ-ლაინ კლინიკური რეოლოგიის სპეციალისტის კონსულტაციები, ჩაეწერონ მიღებაზე.

 

         

↓