Monthly Archives: May 2026

BIOMED2026

BIOMED2026 – ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით შეკვეთილში, საქართველოში და გააერთიანებს წამყვან მეცნიერებს, კლინიცისტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ერთიან სამეცნიერო პლატფორმაზე, სადაც განსაკუთრებული და წამყვანი როლი ენიჭება რეოლოგიას, როგორც თანამედროვე ბიომედიცინის ფუნდამენტურ საფუძველს; კონფერენციის მთავარი ორგანიზატორია რეოლოგთა საზოგადოება, რომელიც განსაზღვრავს სამეცნიერო დღის წესრიგს და აქცენტს აკეთებს ფუნდამენტური და გამოყენებითი რეოლოგიის, ჰემორეოლოგიისა და მიკროცირკულაციის განვითარებაზე, როგორც პათოფიზიოლოგიური პროცესებისა და კლინიკური შედეგების ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორზე; ღონისძიების თანაორგანიზატორია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია; კონფერენციის მიზანია ახალი სამეცნიერო იდეების ინტეგრაცია, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერება და რეოლოგიის, როგორც საკვანძო მეთოდოლოგიური მიმართულების, როლის გამყარება ბიომედიცინაში; პროგრამა მოიცავს ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს, რეოლოგიის თანამედროვე მიმართულებებსა და მათ კლინიკურ გამოყენებას, ასევე სამედიცინო განათლების, ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო კვლევის სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებს; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა მკვლევრებს,