Monthly Archives: October 2025

RHEO-BIO-MED-2025: საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 6 ნოემბერს, რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიისა და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025.

კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარებას, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ახალი თაობის სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებას. ის გახდება პლატფორმა, სადაც გაერთიანდება სწავლა, კვლევა და ცოდნის გაზიარება.

ახალგაზრდა მომხსენებლები და მათი მენტორები წარმოადგენენ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს, მიმოხილვებსა და ინოვაციურ მიდგომებს რეოლოგიის, კოაგულაციის, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და მომიჯნავე დარგების მიმართულებით.