Monthly Archives: December 2016

დაარსდა რეოლოგიის დარგში მოღვაწეთა ყოველწლიური პრემია

დაარსდა გამოყენებითი რეოლოგიის დარგში მოღვაწეთა ყოველწლიური პრემია. კომპეტენტური ჟიური ყოველი წლის ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს. კონკურსი განკუთვნილია ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, დოქტორანტებისათვის, მაგისტრებისათვის, ბაკალავრებისათვის, სტუდენტებისათვის. საბუთების ნუსხა და საკონკურსო განაცხადის შემოტანის ვადები გამოქვეყნდება საიტზე მოგვიანებით. ადევნეთ თვალყური.
 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია “ბიომექანიკა – 2016”

ქ.პერმში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია "ბიომექანიკა-2016".  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა ფიზიკოსებმა, მათემატიკოსებმა, ბიოლოგებმა პერმიდან, მოსკოვიდან, სანტ-პეტერბურგიდან, ლიონიდან, პარიზიდან, აახენიდან, დუსერდოლფიდან,  ჟენევადან, ბრემენიდან, თბილისიდან. ქართველ მეცნიერს მაია მანწკავას, რომელიც თავჯდომარეობდა კლინიკური რეოლოგიის საქციას, ჰქონდა წარმოდგენილი სამი მოხსენება: "რეოლოგია ჰესტოზების დროს", "რეოლოგიური გამოკვლევები და კოულტერის პრინციპი", "მიკროცირკულაციი დარღვევა, როგორც პარაპლასტიურობის სინდრომი პირველადი ავთვისებიანი დაავადებების დროს". ამ თემატიკაზე და კონფერენციაზე წარდგენილი სხვა თეზისების თემაზე იქნებდა გამოცემული ვრცელი სამეცნიერო სტატიები რეცენზირებად იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში. გამოცემისთანავე ჩვენ საიტზე აიტვირთება ჟურნალის ჩამოსაქაჩი ვერსია.