Monthly Archives: September 2016

ორსულებში სისხლის რეოლოგიური სტატუსის განსაზღვრის დიაგნოსტიკური ეფექტურობა

გამოქვეყნდა ახალი სტატია  საერთაშორისო რეცენზირებად  ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ., მომცელიძე ნ., ურდულაშვილი თ., ლომიტაშვილი ნ.

 

სტატიაში აღწერილმა პოპულაციურმა კვლევამ და მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გამოკვეთა თუ რეოლოგიური სტატუსის რომელი შემადგენელი არის ყველაზე მგძნობიარე და ინფორმატიული ორსულობის მიმდინარეობის დროს. აღმოჩნდა რომ ერითროციტთა მემბრანის დეფორმაციის უნარი მკვეთრად იცვლება პრეეკლამპსიის დროს და მეტიც. ერითროციტთა დეფორმადობის შეფასება ნათელს ჰფენს ჰესტოზის პროგნოზს.

საკვანძო სიტყვები: ჰესტოზი, რეოლოგიური სტატუსი.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.

 

მიკროცირკულაციის და რეოლოგიის კომპლექსური შეფასება მიკროანგიოპათიების მქონე პაციენტებში

135 ახალი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალ «SCI-ARTICLES»-ში, №54, 2016, გვ.40-50

 

მანწკავა მ.

 

სტატიაში არის აღწერილი რეოლოგიური პარამეტრების და მიკროცირკულაციის ერთდროული შეფასების მონაცემები დიაბეტურ პაციენტებში მიკროანგიოპათიების განვითარების დროს. სტატიაში მოყვანილია ახალი არაინვაზიური მიკროცირკულაციის შეფასების მეთოდოლოგიის დეტალური აღწერილობა.

 

საკვანძო სიტყვები: მიკროცირკულაციის კოეფიციენტი, დიაბეტი, ანგიოპათიები.

 

აღნიშნული სტატიის გაცნობა შეგიძლიათ ამავე საიტის რუსული ვერსიის განყოფილებაში. დააჭირეთ მარტოოდენ რუსული ენის აღმნიშვნელ დროშას საიტის მარჯვენა ზედა მხარეს "ენის შერჩევის" განყოფილებაში.