Monthly Archives: May 2016

მეცნიერი მ. მანწკავა მიწვეულია IncoNet EaP-ის ღონისძიებაზე “Biomedica 2016”.

126შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” – IncoNet EaP.  შოთა რუსთაველის ფონდი აფინანსებს მეცნიერ მაია მანწკავას გამგზავრებას საშუამავლო ღონისძიებაზე "Biomedica 2016", რომელიც ჩატარდება ქ.ახენში (გერმანია), 2016 წლის 30-31 მაისს.

 

რეოლოგიის საზოგადოების III საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში.

125რეოლოგიის საზოგადოების III საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში შედგება ანტალიაში, თურქეთში
პროგრამა წარმოდგენილია იქნება პლენარული სხდომების, თავისუფალი კომუნიკაციების და სტენდური სესიების სახით.

თემები:
* ექსპერიმენტული ჰემორეოლოგია, ჰემოდინამიკა და ჰიდრავლიკა.
*კლინიკური ჰემორეოლოგია (კარდიო- და ცერებროვასკულურ იდაავადებები, ენდოკრინოლოგია,    ჰეპატოლოგია, ალერგოლოგია, გერონტოლოგია, შოკი, სტრესი, რეკონსტრუქციული ქირურგია, გინეკოლოგია და ა.შ. 
* რეოლოგია, ბიოლოგიური და ჰემორეოლოგიური მეთოდები, ტექნიკა და აღჭურვილობა.
* სისხლის და სისხლძარღვთა უჯრედების მიკრო- და ნანომექანიკა.
* სისხლის ნაკადის დენადობა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის პერსპექტივაში.
* მტკიცებულებათა მედიცინა რეოლოგიასა და მიკროცირკულაციაში.
* მულტიდისციპლინარული კვლევები რეოლოგიაში.
*ექსპერიმენტული და კლინიკური რადიოლოგია რეოლოგიაში.
*ფარმაცევტული რეოლოგია.
*რეოლოგიიის ისტორია.
*კოგნიტიური რეოლოგია.
*რეოლოგია დ აკოაგულაციის მექანიზმები.
*კვების რეოლოგია.
* სისტემების, ორგანოების, ქსოვილების, უჯრედების ფიზიოლოგია და პათფიზიოლოგია.