Monthly Archives: December 2015

ზოგიერთი ჩანაწერის წარდგენა განსხვავებული ფორმატით

 

  • მიკროცირკულაცია, სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ასაკობრივი ცვლილებები
  • მიკროსისხლძარღვოვანი და ჰემორეოლოგიური დარღვევები გულის იშემიური დაავადების დროს
  • მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს მიკროცირკულაციის მომშლელი მთავარი ფაქტორების შედარებითი ანალიზი
  • ჰემორეოლოგიური, მიკროსისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური დარღვევები გულის იშემიური დაავადების დროს
  • რეინოს ფენომენთან დაკავშირებული არტერიოლების რეზისტენტობა და ჰემორეოლოგიური ცვლილებები
  • ჰემორეოლოგიური ცვლილებები და არტერიოლების რეზისტენტობა გულის იშემიური დაავადების დროს
  • რეგიონალური და სისტემური ჰემორეოლოგიური დარღვევები ტერფის დიაბეტური განგრენის დროს
  • ჰემორეოლოგიური დარღვევები დიაბეტის მქონე და დიაბეტის გარეშე მყოფ პაციენტებში თავის ტვინის იშემიური ინფარქტის პირობებში
  • ჰემორეოლოგიური დარღვევები დიაბეტის დარღვევები
  • სხვადასხვა სტრესორების როლი რეინოს ფენომენის ჩამრთავ მექანიზმში (ჰემორეოლოგიური და სისხლძარღვოვანი რეაქციები)
  • ჰემორაგიული შოკის დროს ერითროციტების დეფორმირების კვლევა
  • ჰემორეოლოგიური, მიკროვაკულარული და ჰემოდინამიკური დარღვევები იშემიური დაავადების დროს
  • სისხლის რეოლოგიური სტატუსი და ყურძნის წიპწის ზეთის ეფექტი პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებში
  • ჰემორეოლოგიური პარამეტრების კვლევა გემორაგიული შოკის დროს
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის არ მქონე 11-13 წლის ბავშვებში ჰემორეოლოგიური სტატუსი პაროდონტიტის დროს
  • ადამიანის რეზინსტენტული არტერიის ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასება
  • რეზისტიული არტერიები, მათი ნორმალური ფუნქცია და პათოლოგიური რეაქციები
  • სისხლის რეოლოგიური სტატუსი ობსტრუქციული აპნოეს დროს
wow slider by WOWSlider.com v8.6

 

 

 

თქვენს მიერ შერჩეულ სურათზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის ჩანაწერზე.

 

ბემიპარინის დადებითი ეფექტი სისხლის ნაკადის მიმართ

71მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
ლ. დავლიანიძე, თ. ურდულაშვილი.

 


კოაგულაცია და ჰემორეოლოგია თამაშობს წამყვან როლს სისხლის მიმოქცევაში და უზრუნველყოფს მის ტროპიკულ ფუნქციას. თანამედროვე კონცეფციით შეუძლებელია  ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა, თუ სისხლის კოაგულაციური და რეოლოგიური თვისებები არ არის ნორმის ფარგლებში. ფათფიზიოლოგიური პროცესების განვითარების დროს კოაგულაციას და ჰემორეოლოგიას აკისრია კომპენსატორული როლი, რომელიც მიზნად ისახავს მიკროცირკულაციას ადეკვატურობის ჩამოყალიბებას და  შედეგად ტროპიკული თვისებების გამოსწორებას. ჩვენ ჩავატარეთ in vivo და in vitro ექსპერიმენტები და აღმოჩნდა, რომ ბემიპარინს აქვს დადებითი გავლენა არა მხოლოდ სისხლის შედედების სისტემაზე, არამედ სისხლის რეოლოგიურ თვისებებზეც.

 

ჰემორეოლოგიური, მიკროვაკულარული და ჰემოდინამიკური დარღვევები იშემიური დაავადების დროს

57რდულაშვილი თ., მომცელიძე ნ.,
მანწკავა მ., ნარსია ნ.,
მჭედლიშვილი გ.


 

ჰემორეოლოგიური დარღვევების მნიშვნელობა მწვავე სისხლძარღვოვანი სინდრომების წარმოქმნაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ მათი როლი ქრონიკული იშემიური დაავადების წარმოქმნაში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ჩვენ ნაშრომში განვიხილეთ რეოლოგიური სისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური ფაქტორს როლი კორონარული გულის დაავადების წარმოქმნაში.

აღმოჩნდა, რომ რეოლოგიური დარღვევები ვლინდება დაავადების ადრეულ ეტაპზე ვიდრე იქნება შენიშნული მათი ფუნქციური გამოვლინება. ყველაზე გამოხატულია ჰემორეოლოგიური დარღვევები არასტაბილური სტენოკარდიის და გულის უკმარისობის დროს. ჩვენ დავასკვენით, რომ სისხლის რეოლოგიური დარღვევები წარმოადგენს  მნიშვნელოვან ფაქტორს კორონარული დაავადების პათოგენეზში.

 

ფარისებრახლო ჯირკვლის დისფუნქცია და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები მოზარდებში

56 ს. ბერიაშვილი, მ. მანწკავა, 
ნ. მომცელიძე, ს.ზენაიშვილი,
მ. ნიკოლაიშვილი, თ. ტუპინაშვილი,
ი. ვაშაკიძე


 

ბერიტაშვილის ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ცენტრი,
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

 

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გავრცელება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებიდან გამომდინარე მაღალია და 5% შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას ხელს უწყობს: მოზარდებში ჰორმონალური ძვრები, თანამედროვე ეპიდემიოლოგიის მონაცემებით 10-დან 15 წლის ასაკის მოზარდებში საქართველოში  და არა მხოლოდ, ძალიან გავრცელებულია პარადონტიტის დამახასიათებელი ცვლილებები (1,2).

↓