Monthly Archives: November 2015

ჰემორეოლოგიური დარღვევები და არტერიოლების წინაღობა გულის იშემიური დაავადების დროს

68თ.  ურდულაშვილი,  ნ. მომცელიძე,
მ. მანწკავა, ნ. ნარსია,
გ. მჭედლიშვილი.


 

ჰემორეოლოგიური ცვლილებები, სავარაუდოდ, აქტიურად მონაწილეობენ გულის იშემიური დაავადების ჩამოყალიბებაში. მაგრამ ეს ფაქტი სათანადო არ არის ჯერ შესწავლილი. ჩვენ გამოვიკვლიეთ მიკროცირკულაციის დარღვევის თავლსაზრისით ყველაზე მინიშვნელოვანი ფაქტორი. ეს არის ერითროციტების აგრეგადობა. ზოგ პაციენტებში აგრეგადობასთან ერთოდ ვიკვლევდით ხელის რეზისტიული არტერიების წინაღობას. აღმოჩნდა, რომ აგრეგადობა კონტროლთან შედარებით ორჯერ იზრდებოდა და მომატება კორელირდებოდა დაავადების სიმძიმესთან, ხოლო რეზისტენტობა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტს (მხოლოდ 45 %). ჩვენ დავასკვენით, რომ ჰემორეოლოგიური დარღვევები თამაშობს წამყვან როლს გულსისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზში.

 

მიკროცირკულაციის დამრღვევი ძირითადი ფაქტორების შეფასება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს

61 მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
გ. მჭედლიშვილი, ნ. ფარღალავა.

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
ბოხუას სახელობის ანგიოლოგიის და სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრი, თბილისი, საქართველო.

 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მიკროცირკულაციის ძირითადი მახასიათებლების და სავარაუდოდ, ქსოვილთა სისხლით მომარაგების დარღვევის გამომწვევი ფაქტორების ცვლილებების შედარებითი ანალიზი. კერძოდ, რეზისტიული არტერიების კონსტრუქციის და ჰემორეოლოგიური დარღვევების შეფასება II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. პირდაპირი, რაოდენობრივი და მაღალ მგრძნობიარე მეთოდების გამოყენებით ჩვენს მიერ დადგინდა, რომ ინსულინი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს დიაბეტის პირობებში დაზიანებულ მიკროცირკულაციის სისტემაში. მაშინ როდესაც ამგვარი დარღვევები მკვეთრად გამოხატულია გაძლიერბული აგრეგაციის გამო, მაგ დიაბეტური განგრენის ფონზე, ინსულინის ზემოქმედება საკმარისი აღარაა. რაც შეეხება არტერიოლების მომატებულ ტონუსს დიაბეტის დროს, მისი მონაწილეობა ამ დაავადების პათოგენეზში და მიკროცირკულაციის დარღვევების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოა.

 

რეგიონალური და სისტემური ჰემორეოლოგიური დარღვევები დიაბეტური ტერფის განგრენის დროს

67ნუგზარ ფარღალავა, მაია მაწკავა, გიორგი მჭედლიშვილი.

 

ჩვენ ვიკვლევდით ერითროციტების აგრეგადობას დიაბეტური ტერფის განგრენის მქონე პაციენტების ვენურ სისხლში და ამპუტაციამდე ტერფის მკვებავ სისხლძარღვში. აგრეგადობას ვიკვლევდით “Georgian technique” მეთოდით.  ეს არის მგრძნობიარე, ზუსტი და რაოდენობრივი მეთოდი. ჩვენმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ აგრეგადობა 20% მეტია, ვიდრე დაზიანებულ უბანში. ამგვარად, ჰემორეოლოგიური დარღვევები სისტემურ სისხლში ვითარდება უფრო გვიან, ვიდრე ადგილობრივად.

 

ინსულინის დადებითი ეფექტი მისი უშუალო ზემოქმედების დროს რეოლოგიურ დარღვევებზე მიკროცირკულაციაში

66აია მანწკავა, ნუგზარ ფარღალავა,  გიორგი მჭედლიშვილი.

 

ჩატარდა კლინიკური და ლაბორატორული კვლევები  in vivo და in vitro სისტემებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ( II ტიპის შაქრიანი დიაბეტი,  n=42) იყო გამოკვლეული ერითროციტების აგრეგადობა, აგრეთვე იყო ჩატარებული დიაბეტიანი პაციენტების სისხლის სინჯებში (n=24) და ჯანმრთელი ადამიანების სისხლი სინჯებში (n=20) in vitro ცდები, რომლის დროს სინჯარებში იყო დამატებული ინსულინი. აღმოჩნდა, რომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს აგრეგადობა კონტროლთან შედარებით მომატებული ჰქონდა. ხოლო დიაბეტური სისხლის და ჯანმრთელი ადამიანების სისხლის სინჯებში ინსულინის დამატების შემდეგ, აგრეგადობამ დაიწია.

 

საიტზე განლაგებული სტატიების ავტორების შესახებ

მ. მანწკავა

ავტორი მ. მანწკავამონოგრაფიებისტატიებითეზისებისტატიების რეზიუმეები

 

რეზისტიული არტერიები, მათი ნორმალური ფუნქცია და პათოლოგიური რეაქციები

59გ. მჭედლიშვილი, ბ. წინამძღვრიშვილი, მ.მანწკავა

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება პათოფიზიოლოგიის აქტუალური საკითხები თბილისი, საქართველო 1993, 42–45
მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრი.

2. ი.ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.


მიკროცირკულაციის და ადგილორივი სისხლის მიმოქცევის ცვლილებების შესწავლისას ჩვენ ყოველთვის ვანაალიზებდით იმ არტერიების ფუნქციას, რომლებსაც რეზისტიული ეწოდება. როგორც ცნობილია, ამ ტერმინით აღინიშნება შედარებით მცირე ყალიბის მქონე არტერიები, რომლებსაც ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ვაზომოტორული რეაქციები ნორმისა და პათოლოგიის პირობებში. იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტერმინით აღნიშნავდნენ მხოლოდ უწვრილესი ყალიბის არტერიებს იმ ვარაუდით, რომ მათში სანათურის მცირე დიამეტრის გამო წინაღობა სისხლის ნაკადისათვის განსაკუთრებით დიდია.  მაგრამ ჩვენი აზრით, საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. საქმე იმაშია, რომ სისხლის მიმოქცევის რეგულირება, დამოუკიდებლად იმისა, ეს ეხება ცენტრალურ თუ პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, დამოკიდებულია არა სტაციონარული წინაღობის სიდიდეზე, არამედ ამ უკანასკნელის შესაძლებელ ცვლილებებზე. ამიტომ რეზისტიული არტერიები უნდა ეწოდოს იმ სისხლძარღვებს, რომლებიც ცვლიან პერიფერიულ წინაღობას და თავის მხრივ განაპირობებენ როგორც ცენტრალური სისხლის მიმოქცევის (ძირითადად ზოგად არტერიულ წნევას), ისე მიკროცირკულაციის ამა თუ იმ ორგანოში ეს ეხება როგორც ნორმას, ისე პათოლოგიას, როდესაც სწორედ მათზეა დამოკიდებული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება ან ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილში მიკროცირკულაციის ცვლილება.

მიკროსისხლძარღვოვანი და ჰემორეოლოგიური დარღვევები გულის იშემიური დაავადების დროს

18თ. ურდულაშვილი, მ. მანწკავა,
ნ. მომცელიძე, ნ. ნარსია,
გ. მჭედლიშვილი.

 

 

 

 

 


 

 

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს მიკროცირკულაციის მომშლელი მთავარი ფაქტორების შედარებითი ანალიზი

20მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე,
გ. მჭედლიშვილი, ნ. ფარღალავა.

 

 

 

 

 

 

  

 

ჰემორეოლოგიური, მიკროსისხლძარღვოვანი და ჰემოდინამიკური დარღვევები გულის იშემიური დაავადების დროს

21ურდულაშვილი თ., მომცელიძე ნ.,
მანწკავა მ., ნარსია ნ.,
მჭედლიშვილი გ.

 

 

 

 

 

ერითროციტთა აგრეგადობის და სხვა ჰემორეოლოგიური პარამეტრების შედარებითი ანალიზი თავის ტვინის იშემიური ინფარქტის მქონე პაციენტებში

22გ. მჭედლიშვილი, რ. შაქარიშვილი,
ნ. მომცელიძე, ლ. გობეჯიშვილი,
მ. ალოევა, მ. მანწკავა.

 

 

 

  

 

↓